დიხსუ
დიხსუ — ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. მდებარეობს კავკასიონის ქედზე, შხარის, აილამისა და ფიტნარგინის მწვერვალებს შორის. რამდენიმე ნაკადად ეშვება 2040 მ სიმაღლემდე. სიგრძე 13,3 კმ, ფართობი 34 კმ². ფირნის ხაზის სიმაღლე გადის ზღვის დონიდან 3300 მ სიმაღლეზე. მყინვარის ენა ეშვება 2070 მ-მდე და დასაბამს აძლევს მდინარე დიხსუს (მდინარე ბალყარეთის ჩერეკის ერთ-ერთი სათავე). მყინვარის ზედაპირის ფართობის დაახლოებით 20% დაფარულია მორენებით. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული მყინვარმა უკან დაიხია 1750 მ-ით.
დიხსუ
| |
---|---|
კოორდინატები: 42°58′58″ ჩ. გ. 43°13′04″ ა. გ. / 42.98278° ჩ. გ. 43.21778° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ყაბარდო-ბალყარეთი |
ქედი | კავკასიონი |
ფართობი | 34 კმ² |
სიგრძე | 13,3 კმ |
ტიპი | ხეობური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 593.