დიხაზურგა (გალის მუნიციპალიტეტი)
დიხაზურგა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის მთისწინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ენგურის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ., გალიდან 15 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირება1952 წლამდე ეწოდებოდა დიდი წიფური. საბჭოთა პერიოდში იყო დიხაზურგის სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: ზენი, ოცარცე). განვითარებული იყო მეჩაიეობა, მეცხოველეობა, მესიმინდეობა, მეთამბაქოეობა. მოქმედებდა კირის ქარხანა და კირქვის საბადო.
დიხაზურგის ეკლესიის ნანგრევებზე აღმოჩნდა გრიგოლ გალატოზთუხუცესის (კალატოზთუხუცესი) წარწერა, რომელიც X–XI საუკუნეებით თარიღდება. სოფლის მახლობლად არის შუა საუკუნეების სათანჯოს კოშკი.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1876[3] | 1 390 | ||
1989< | 616 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 455.