დიგორა

(გადამისამართდა გვერდიდან დიქორა)

დიგორა[2][3] (რუს. Дигора, ოს. Дыгурæ) — ქალაქი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დიგორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[4] 10 089 მცხოვრები (2020).[1] მდებარეობს ოსეთის ვაკეზე, მდინარე ურსდონზე, რკინიგზის სადგურ არდონიდან 12 კმ-ში. დაარსდა 1852 წელს როგორც აული ვოლნო-ხრისტიანოვსკი (მოგვიანებით სოფ. ნოვოხრისტიანოვსკოე, ხრისტიანოვსკოე). 1924 წლიდან რაიონული ცენტრია; 1934 წლიდან ატარებს ახლანდელ სახელს. ქალაქის სტატუსი 1964 წელს მიენიჭა. გამორჩეული არქიტექტურული ძეგლებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია (2002), დრამატული თეატრი (1996). მოქმედებს გოფრირებული მუყაოს ტარის ქარხანა, სასურსათო კომბინატი; მიმდინარეობს ალკოჰოლური სასმელების წარმოება (რუსულ-ირლანდიური საწარმო „ბერდ-ლავერა“, მ.შ. ღვინო, ლიქიორ-არაყისა და კონიაკის პროდუქცია) და სხვ.[4]

ქალაქი
დიგორა
ოს. Дигорæ
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ჩრდილოეთი ოსეთი
რაიონი დიგორის რაიონი
კოორდინატები 43°09′32″ ჩ. გ. 44°09′26″ ა. გ. / 43.15889° ჩ. გ. 44.15722° ა. გ. / 43.15889; 44.15722
დაარსდა 1852
ადრეული სახელები ვოლნო-ხრისტიანოვსკი, ნოვოხრისტიანოვსკოე, ხრისტიანოვსკოე
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ფართობი 9,19 კმ²
ცენტრის სიმაღლე 451
კლიმატის ტიპი ზომიერი
ოფიციალური ენა ოსური, რუსული
მოსახლეობა 10 089[1] კაცი (2020)
სიმჭიდროვე 1097,82 კაცი/კმ²
აგლომერაცია 5 376 290
ეროვნული შემადგენლობა ოსები (დიგორელები)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86733
საფოსტო ინდექსი 363410
ოფიციალური საიტი амс-дгп.рф
დიგორა — რუსეთი
დიგორა
დიგორა — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
დიგორა

ქალაქის შემოგარენში ბევრი ტურისტული ობიექტია, მათ შორის, დიგორის ხეობა.[4]

  1. 1.0 1.1 Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2020 года. krsdstat.gks.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-24. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
  2. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 52.
  3. ელერდაშვილი ა., დიგორა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  4. 4.0 4.1 4.2 Замятина Н. Ю. ДИГОРА // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 729.