დიდი ღრომისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული არცევი).[1]

სოფელი
დიდი ღრომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი არცევი
კოორდინატები 42°09′19″ ჩ. გ. 44°12′49″ ა. გ. / 42.15528° ჩ. გ. 44.21361° ა. გ. / 42.15528; 44.21361
ცენტრის სიმაღლე 860
დიდი ღრომი — საქართველო
დიდი ღრომი
დიდი ღრომი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
დიდი ღრომი
დიდი ღრომი — ერედვის მუნიციპალიტეტი
დიდი ღრომი

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მეჯუდის ნაპირას, ზღვის დონიდან 860 მ-ზე. გორიდან დაშორებულია 30 კმ-ით, ერედვიდან — 23 კმ-ით. უშუალოდ ემიჯნება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევს.

სოფელი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მეჯუდის ხეობის სოფელთა სიაში. 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. 1989 წლის აღწერით იყო 185 მცხოვრები, ძირითადად ოსები. 1991 წლიდან სოფელი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს მიღმაა (ოფიციალურად შედიოდა ჯერ გორის, შემდეგ ერედვის მუნიციპალიტეტში). 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დიდ ღრომი ხანმოკლე პერიოდით (8-10 აგვისტო) გათავისუფლებული იყო საქართველოს შეირაღებული ძალების მიერ. 2008 წლის აგვისტოდან ოკუპირებული ტერიტორიაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11, 2022 წლის 2 მაისი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.