დიდი სატივის სამების ეკლესია

დიდი სატივის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სატივის ჩრდილო-აღმოსავლეთით 500 -ზე. აშენებულია XIX საუკუნის შუა წლებში.

სატივის სამების ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (10,4X6,16 ), ნაგებია ქვიშაქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში და დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. ინტერიერში ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ჩასმულ მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა. დასავლეთ ფასადის კარის გასწვრივ კედელში ჩატანებულ ქვაზე — ჯვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12203