დიდ მოგოლთა იმპერია

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი მოგოლთა იმპერია)

დიდ მოგოლთა იმპერია (სპარს. شاهان گورکانی; ურდუ مغلیہ سلطنت) — ინდოეთის სუბკონტინენტზე არსებული ისტორიული იმპერია.[1] დიდ მოგოლთა იმპერატორები იყვნენ ჩინგიზ-ყაენის სავარაუდო შთამომავლები, თემურიდების (თემურ ლენგის მიერ დაარსებული) დინასტიიდან. ისინი ატარებდნენ „ფადიშაჰის“ ტიტულს.

დიდ მოგოლთა იმპერია
شاهان گورکانی
مغلیہ سلطنت


 

15261857
 

 

 

დიდ მოგოლთა იმპერიის დროშა

დიდ მოგოლთა იმპერიის საზღვრები: — 1530 წელი, — 1605 წელი, — 1707 წელი

დედაქალაქი აგრა, ფატეჰპურ-სიკრი, დელი
ენა სპარსული, მოგვიანებით ასევე ჰინდი-ურდუ
რელიგია სუნიტური ისლამი
ფულის ერთეული რუპია
მმართველობის ფორმა აბსოლუტური მონარქია სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობით.
დიდ მოგოლთა იმპერატორები
 - 1526–1530 ბაბური
 - 1530–1540, 1555–1556 ჰუმაიონი
 - 1556–1605 აქბარი
 - 1605–1627 ჯაჰანგირი
 - 1628–1658 შაჰ-ჯაჰანი
 - 1658–1707 აურანგზები
ისტორია
 - პანიპატის პირველი ბრძოლა 21 აპრილი 1526
 - ბუხარის ბრძოლა 22 ნოემბერი 1857

მოგოლების იმპერია დაარსდა 1526 წელს და თავისი ძლიერების პიკს მიაღწია XVII საუკუნეში და XVIII საუკუნის დასაწყისში. ისინი აკონტროლებდნენ ინდოეთის სუბკონტინენტის უმეტეს ნაწილს: აღმოსავლეთით ბენგალიდან დასავლეთით ბელუჯისტანამდე, ხოლო ჩრდილოეთით ქაშმირიდან სამხრეთით კავერიმდე. იმ პერიოდში მისი მოსახლეობა შეადგენდა 110 დან 150 მილიონამდე და მოიცავდა 3.2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს.[2]XVIII საუკუნის დასაწყისში დაიწყო მოგოლთა იმპერიის დაცემა. 1737—1738 წლებში იმპერიაში ილაშქრა ნადირ-შაჰმა, რომელმაც აიღო დელი და კიდევ უფრო დასცა მოგოლთა დინასტიის ძალაუფლება და პრესტიჟი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "The Mughal Empire"
  2. Richards, John F. (March 26, 1993). The Mughal Empire, The New Cambridge history of India: 1.5. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 1, 190. DOI:10.2277/0521251192. ISBN 978-0521251198.