პანიპატის ბრძოლა (1526)

(გადამისამართდა გვერდიდან პანიპატის პირველი ბრძოლა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პანიპატის ბრძოლა.

პანიპატის ბრძოლა – ბრძოლა ჩრდილოეთ ინდოეთში 1526 წელს. ერთ−ერთი პირველი ბრძოლა, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი და ზარბაზნები გამოიყენეს.

პანიპატის ბრძოლა და იბრაჰიმ ლოდის სიკვდილი

1526 წელს ქაბულის მმართველმა ზაქირ ად დინ მუჰამედ ბაბურმა თემურიდების დინასტიიდან, გაანადგურა დელის სულთნის, იბრაჰიმ ლოდის უზარმაზარი არმია.

ბრძოლა გაიმართა 1526 წლის 21 აპრილს პატარა სოფელ პანიპატისთან, დღევანდელი ინდოეთის ერთ-ერთი ოლქში, ჰარიანაში.

 
ჰარაიანას ოლქი ინდოეთში

ბაბურის ძალებს დაახლოებით 15 000 მებრძოლი და 20-24 საველე ზარბაზანი წარმოადგენდა, ხოლო იბრაჰიმ ლოდის 100 000 კაცი და 1000 საბრძოლო სპილო ჰყავდა. ინდოელი რაჯპუტები ნეიტრალურ სიტუაციას იჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი რაჯპუტი მაინც იბრაჰიმ ლოდის მიემხრო.

ბაბურმა წარმატებით გამოიყენა საველე არტილერია, რომლის ხმამ შეაშინა მტრის სპილოები და მათ თავიანთი ჯარის გადათელვა დაიწყეს, რითიც არეულობა შეიტანეს იბრაჰიმ ლოდის ჯარში. ბაბურის სამხედრო ხერხი მტრის ალყაში მოქცევა და განადგურება იყო, მაგრამ იბრაჰიმ ლოდის უზარმაზარი ჯარის წინაშე ეს რთული იქნებოდა. ბაბურის ჯარი ფლანგებიდან უტევდა მტერს, ხოლო ცენტრიდან არტილერია ესროდა ინდოელთა რიგებს. პანიპატის ბრძოლაში ბაბურის ზარბაზნებმა მთავარი როლი იტვირთეს და დელის სულთნის უშველებელი არმია დაამარცხეს. იბრაჰიმ ლოდი ბრძოლაში დაიღუპა მრავალ თავის მებრძოლთან და სარდლებთან ერთად.

ბაბურმა ინდოეთში დიდ მოგოლთა იმპერია შექმნა, რომელმაც რამდენიმე ასწლეული იარსება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება