დიდი კლდეისი
დიდი კლდეისი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული კლდეისი).
სოფელი | |
---|---|
დიდი კლდეისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | კლდეისი |
კოორდინატები | 41°34′53″ ჩ. გ. 44°15′04″ ა. გ. / 41.58139° ჩ. გ. 44.25111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1340 მ |
მოსახლეობა | 28[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კლდეისისწყლის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1340 მეტრზე. თეთრიწყაროდან დაშორებულია 32 კილომეტრით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 90 | 45 | 45 |
2014[1] | 28 | 16 | 12 |
ღირშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე, არის კლდეისის საყინულე გამოქვაბულები.
სოფელში და მის ირგვლივ ძველი ნამოსახლარები და ეკლესიების ნანგრევებია. მათგან აღსანიშნავია სოფლის შუაგულში შემორჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. როგორც ჩანს, აქ თავდაპირველად საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესია მდგარა (X-XI სს.), რომლისთვისაც მოგვიანებით ჯერ სამხრეთიდან და შემდეგ ჩრდილოეთიდან სამლოცველოები მიუშენებიათ. ნანგრევებში აღმოჩენილია კარ-სარკმელთა მორთულობისა და კარნიზის, აგრეთვე ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 525.
- ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II