დიდგვერდი
დიდგვერდი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადების — სამყურისწყლისა და სტორის წყალგამყოფ ნაქერალა-დიდგვერდის ქედზე. სიმაღლე 3293 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა. კალთების ზემო ნაწილში შემონახულია მყინვარული რელიეფის ფორმები. შემოსილია ალპური მდელოებით.
დიდგვერდი | |
---|---|
![]() დიდგვერდის ხედი სამყინოსღელეს უღელტეხილიდან | |
კოორდინატები: 42°16′55″ ჩ. გ. 45°25′39″ ა. გ. / 42.28194° ჩ. გ. 45.42750° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 3293 მ |
ქედი | ნაქერალა-დიდგვერდის ქედი |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 506.