სამყურისწყალი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
სამყურისწყალი — მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის ერთ-ერთი შემადგენელი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2980 მ სიმაღლეზე. სიგრძე 18 კმ, აუზის ფართობი 92 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში.
სამყურისწყალი | |
---|---|
ხადორის ჩანჩქერი | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°21′53″ ჩ. გ. 45°26′41″ ა. გ. / 42.364750° ჩ. გ. 45.444944° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2980 მ |
შესართავი |
ალაზანი 42°15′06″ ჩ. გ. 45°19′50″ ა. გ. / 42.251750° ჩ. გ. 45.330639° ა. გ. |
სიგრძე | 18 კმ |
აუზის ფართობი | 92 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 5,3 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
საშუალო წლიური ხარჯი 5,3 მ³/წმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 43.