დვანის მეხუთე ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
დვანის მეხუთე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის სამხრეთ-დასავლეთით 1 კმ-ზე, თეთრობიანთ მინდორზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს მარჯვენა ნაპირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აღმოჩნდა შენობათა საძირკვლის ნაშთები, წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლისა და დიდი ქვევრის (გარეთა პირი შელესილია კირის ხსნარით) ნამტვრევები. ნასოფლარი დაცულია მიწის ჰუმუსოვანი ფენის ქვეშ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე .ა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 366.