დემურ გაბისონია (დ. 1 მაისი, 1948, ზუგდიდი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი 1968 წელს, ხოლო 1974 წელს — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ქ. სოხუმში; 1968-1993 წლებში მუშაობდა ქ. სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, 1993-1995 წლებში სოხუმის მარმარილოს მაღაროთა სამმართველოს ხელმძღვანელად, სამრეწველო გაეერთიანება „საქსაშეენმასალებში“ შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წამყვან ინჟინრად; 1995-1997 წლებში სს „ბიზნესცენტრ საშენ მასალებში“ ადმინისტრაციული შენობის დაცვისა და მომსახურების სამსახურის უფროსად; 1999-2003 წლებში შპს „ინტერსერვისში“ მშენებელ-ოსტატად, მთავარ ინჟინრად; 2003-2004 წლებში შპს „ბურჯშივ“ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 2004-2006 წლებში სს „ქართუ ჯგუფში“ სარევიზიო სამსახურის რევიზორად, პრეზიდენტის თანაშემწედ; 2006 წელს ასოციაცია „ატუში“ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; სს „ქართუ ჯგუფის“ სარევიზიო სამსახურის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის კონტროლის ჯგუფის ტექნიკური ზედამხედველობის უფროსი სპეციალისტია; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით თბილისში, სოხუმსა და საქართველოს სხვა რეგიონებში აშენდა არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობა; მათ შორის: სოხუმში — ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის 18 ობიექტი (15 ლაბორატორიული და 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი), თბილისში — ამაღლების სახელობის ეკლესია; რეკონსტრუქცია-რესტავრაცია ჩაუტარდა შ. რუსთაველის, კ. მარჯანიშვილის, ნ. დუმბაძისა და მ. თუმანიშვილის სახელობის თეატრების შენობებს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, ჯ. კახიძის სახელობის საკონცერტო ცენტრს, ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენობას საგურამოში; ასევე, რეკონსტრუირებულ იქნა საჩხერის რაიონული საავადმყოფო და კულტურის სახლი, აიგო ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი და დახურული საჩოგბურთო კორტები, აკვა-პარკი „ციცინათელა“ (ურეკში), დამონტაჟდა ფირმა „დოპელმაიერის“ საბაგირო გზა დაბა ბაკურიანში, განახლდა ბათუმის დელფინარიუმი და სხვა ობიექტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 11

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება