ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმი — დელფინარიუმი საქართველოში, ქალაქ ბათუმში. გაიხსნა 1975 წელს.[1] იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით კვლავ გაიხსნა სრულიად ახალი ბათუმის დელფინარიუმი.[2] იგი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო — კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტირება და მონტაჟი ეკუთვნის ფირმებს TJP Engineering-ს და RCK-ს. ობიექტი შედგება ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან. დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 795 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.[1]

შოუ ბათუმის დელფინარიუმში

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ბათუმის დელფინარიუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2016-01-21.
  2. ბათუმის დელფინარიუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-19. ციტირების თარიღი: 2016-01-21.