დებორა კოქსი (ინგლ. Deborah Cox; დ. 13 ივლისი, 1974, ტორონტო, ონტარიო, კანადა) — კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და პროდიუსერი. დაიბადა და გაიზარდა ტორონტოში. 12 წლის ასაკში გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამაში. კარიერის დასაწყისში იყო სელინ დიონის ბექ ვოკალისტი. 1994 წელს საცხოვრებლად გადავიდა შეერთებულ შტატებში და ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Arista Records. მომავალ წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი. მუსიკოსის მეორე სტუდიურმა ალბომმა, One Wish (1998), მიიღო პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. ამ დროს გამოუშვა სინგლი „Nobody's Supposed to Be Here", რომელმაც კომერციული წარმატება მოიპოვა და ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილზე აღმოჩნდა. მალევე კოქსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს J Records-თან და გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი The Morning After (2002).

დებორა კოქსი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 ივლისი, 1974 (1974-07-13) (49 წლის)
დაბ. ადგილი ტორონტო
წარმოშობა ტორონტო, ონტარიო, კანადა
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოული, ჯაზი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1987 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი deborahcox.com
დებორა კოქსი ვიკისაწყობში

2000-იან წლებში კოქსი გამოჩნდა რამდენიმე ფილმსა და სპექტაკლში. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა კანადურ დრამატულ ფილმში Love Come Down (2000), 2004 წელს კი გამოჩნდა ბროდვეის მიუზიკლში Aida. ამის შემდეგ ითამაშა საშინელებათა დრამაში Jekyll & Hyde, ბიოგრაფიულ მიუზიკლში Josephine, The Bodyguard-ის მუსიკალურ ადაპტაციასა და 2023 წლის ფილმში The Wiz.

კოქსის მეოთხე და მეხუთე სტუდიური ალბომები, Destination Moon (2007) და The Promise (2008), გამოვიდა მუსიკოსის დამოუკიდებელი ხმისჩამწერი ლეიბლის, Deco Recording Group-ის ეგიდით. 2017 წლის სინგლი „Let the World Be Ours Tonight" პირველ ადგილზე გავიდა Billboard's Dance Club Songs-ის ჩარტში. კოქსი 2022 წელს შეიყვანეს კანადის მუსიკის დიდების დარბაზში.[1]

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

დებორა კოქსი დაიბადა ტორონტოში. ის სწავლობდა ჯონ XXIII-ის სახელობის კათოლიკურ დაწყებით სკოლასა და ერლ ჰეიგის სახელობის საშუალო სკოლაში.[2] 12 წლის ასაკში გამოჩნდა რეკლამაში და მონაწილეობა მიიღო შოუში Tiny Talent Time. 1990-იანი წლების დასაწყისში გახდა სელინ დიონის ბექ ვოკალისტი.[3] კოქსი 1994 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში.

კარიერა რედაქტირება

დებორა კოქსის მუსიკალური კარიერა დაიწყო 1995 წელს, როდესაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Arista Records. მუსიკოსმა იმავე წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი. ნამუშევარს ზომიერი კომერციული წარმატება ხვდა წილად და 102-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ის ჩარტში. ალბომის სინგლები „Sentimental" და „Who Do U Love" რამდენიმე ქვეყნის ჩარტებში მოხვდნენ.[4] კოქსმა მიიღო Juno Award-ისა და ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ნომინაციები საუკეთესო სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ ახალი შემსრულებლის კატეგორიაში.

1998 წელს გამოვიდა მუსიკოსის მეორე ალბომი „One Wish". ნამუშევრის სინგლი „Nobody's Supposed to Be Here" ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო Hot R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში 14 კვირა იყო პირველ ადგილზე. კოქსის მესამე ალბომი, „The Morning After" გამოვიდა 2002 წელს J Records-ის ეგიდით.[5] ნამუშევარი 34-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ის ჩარტში.

 
კოქსი 2012 წელს

2004 წელს კოქსის დებიუტი შედგა ბროდვეის მიუზიკლში Aida.[6] ამ დროს გამოუშვა მიუზიკლის საუნდტრეკის საცეკვაო რემიქსი. ასევე ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „Blood of a Champion“ და „Love on Layaway“. მუსიკოსმა ამ პერიოდში ჩაწერა თავისი პირველი დენს-ჟანრის სიმღერა „House Is Not a Home". 2005-2006 წლები კოქსმა ჩაწერა თავისი მეოთხე ალბომი, „Destination Moon", ჯაზ-მომღერალ დინა ვაშინგტონთან ერთად. ალბომი 2007 წელს გამოვიდა და Billboard Top Jazz Albums-ის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.[7] ამ პერიოდში ის ასევე გამოჩნდა ფილმში „A Good Man is Hard to Find". 2008 წელს გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „The Promise".[8] ალბომს კრიტიკოსთა მოწონება არ ხვდა წილად, თუმცა წარმატებას მიაღწია ჩარტებში. სინგლი „Beautiful U R" Billboard Dance Club Songs-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.

2010-იანი წლებში მომღერალმა გამოუშვა სინგლები, როგორიცაა „If It Wasn't for Love" და თანამშრომლობდა ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიცაა Akon და DJ Paige.[9] ასევე ითამაშა ბროდვეის სპექტაკლებში „Josephine" და „The Bodyguard".[10] ბოლო წლებში კოქსმა გამოუშვა სინგლები, როგორიცაა „Easy Way" და „Gimme Gimme Gimme Some Christmas". ასევე გამოჩნდა შოუებში „First Wives Club" და „Station Eleven".[11] 2022 წელს შეიყვანეს კანადის მუსიკის დიდების დარბაზში. ამით კოქსი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ეს პატივი ერგო.

2023 წელს ითამაშა ფილმში The Wiz.[12]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Deborah Cox to be inducted into the Canadian Music Hall of Fame at this year's Junos (29 Mar 2022). ციტირების თარიღი: 24 Aug 2022
  2. Oh, Susan. (1999-07-19) Deborah Cox: Queen of R&B en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-11. ციტირების თარიღი: 2021-03-24
  3. თარგი:Usurped JAM! Music. Accessed on March 9, 2009.
  4. „Best-Selling Records of 1996“. Billboard. BPI Communications Inc. 109 (3): 61. January 18, 1997. ISSN 0006-2510. ციტირების თარიღი: May 8, 2015.
  5. „Cox Makes J Debut with 'The Morning After'. Billboard. November 16, 2002. ციტირების თარიღი: July 29, 2018.
  6. Deborah Cox Is Aida Beginning Feb. 17. ციტირების თარიღი: July 29, 2018
  7. The Official Deborah Cox Website. Deborah Cox. ციტირების თარიღი: May 12, 2012
  8. The Promise (Media notes). Deborah Cox. Deco, Image. 2008.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  9. If It Wasn't for Love (November 26, 2011). ციტირების თარიღი: July 29, 2018
  10. I Will Always Love You (EP) (March 31, 2017). ციტირების თარიღი: July 29, 2018
  11. First Wives Club Creator Tracy Oliver Shares Season 3 Wishes and Gives Us an Update on Girls Trip Sequel (August 2, 2021).
  12. Morona, Joey (September 29, 2023). „R&B singer Deborah Cox brings star power to pre-Broadway premiere of ‘The Wiz’ at Playhouse Square“. Cleveland.com. ციტირების თარიღი: January 17, 2024.