დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (იაპონ. 国立西洋美術館, ოფიციალურად: ფრანგ. Musée National des Beaux-Arts de l’Occident, NMWA) — საჯარო ხელოვნების გალერეა იაპონიაში, რომელიც მოიცავს ნამუშევრებს დასავლეთიდან (ძირითადად ევროპიდან).
დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის შენობა, რომელიც ლე კორბუზიეს დიზანითაა შექმნილი | |
35°42′56″ ჩ. გ. 139°46′33″ ა. გ. / 35.71556° ჩ. გ. 139.77583° ა. გ. | |
დაარსდა | 10 ივნისი, 1956 |
ქვეყანა | იაპონია |
მდებარეობა | Ueno-kōen |
ვიზიტორები | 1 162 345 (2016)[1] |
ოფიციალური საიტი | nmwa.go.jp//en/ |
დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი მდებარეობს მუზეუმისა და ზოოპარკის კომპლექსში, უენოს პარკში, ტაიტო, ცენტრალური ტოკიო. 2016 წლის მონაცემებით მუზეუმს 1 162 345 ადამიანი ეწვია.[1]
ისტორია
რედაქტირებადასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი 1959 წლის 10 ივნისს დაარსდა. მუზეუმი განვითარდა მაცუკატა კოჯიროს (1865–1950) კოლექციის გარშემო. მაცუკატა კოლექციის შეგროვებისას იმედოვნებდა, რომ მისი ნამუშევრებით დასავლური ხელოვნების მუზეუმი შეიქმნებოდა.[2]
მუზეუმში წარმოდგენილია რენესანსის ეპოქის ნამუშევრები XX საუკუნის დასაწყისამდე, რომლებიც, ძირითადად, მუზეუმის ამუშავების შემდეგ შეიძინეს. მუზეუმის მიზანია საზოგადოებას დასავლური ხელოვნების ნამუშევრები წარუდგინოს და დასავლური კულტურა გააცნოს.[3]
მუზეუმი იაპონიაში ერთადერთი საჯარო დაწესებულებაა, რომელიც დასავლურ ხელოვნებას ეღვნება. გახსნის დღიდან ეროვნული მუზეუმი მონაწილეობას იღებს გამოფენებში, დოკუმენტების შეგროვებაში, კვლევებში, რესტავრაციასა და კონსერვაციაში, განათლებასა და დასავლურ ხელოვნებასთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნებაში.[3]
გამოფენები
რედაქტირებამუზეუმი ყოველწილიურად მუშაობს სხვადასხვა ღინისძიებებისა და გამოფენების მოწყობაზე. ამ გამოფენებზე წარმოდგენილია ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან, ასევე იაპონიისა და სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმების კოლექციებიდან.[3] 1963 წელს დასავლური ხელოვნების ეროვნულმა მუზეუმმა მარკ შაგალის 450-ზე მეტ ნამუშევარს მოუყარა თავი. ამ გამოფენაზე გამოჩნდა შაგალის ნამუშევრები 15 ქვეყნიდან, მათ შორის 8 ნამუშევარი საბჭოთა კავშირიდან. ეს ღონისძიება შაგალის სიცოცხლეშივე ორგანიზებულ, მისი ნამუშევრებისადმი მიძღვნილ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება.[4]
2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ლონდონში არსებული ეროვნული გალერეა ტოკიოში მდებარე დასავლური ხელოვნების ეროვნულ მუზეუმსა და ოსაკაში მდებარე ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის 60 ნახატს დროებით გადასცემდა.[5] ამ კოლექციაში შევიდოდა ვან გოგის „მზესუმზირების“ ციკლი, რომელიც იაპონიაში პირველად მოხვდებოდა.[6]
კოლექციები
რედაქტირებადასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი ყოველწლიურად ყიდულობს ნამუშევრებს კოლექციების შექმნისა და მათი განვითარების მიზნით.[3] მუზეუმში განთავსებულია 4 500-მდე ნამუშევარი, მათ შორის ნახატები და ქანდაკებები XIV საუკუნიდან XX საუკუნემდე პერიოდიდან.[2]
XVIII საუკუნემდე პერიოდი
რედაქტირებამუზეუმის ძირითად ნაგებობაში წარმოდგენილია XVIII საუკუნემდე პერიოდის ნამუშევრები, რომლებიც ეკუთვნის: პაოლო ვერონზეს,,[7] პეტერ პაულ რუბენსს,[8] პიტერ ბრეიგელსა და ჟან ონორე ფრაგონარის.[9] მათ ნახატებს შორის უმრავლესობა რელიგიური ხასიათისაა და, ძირითადად, გამოსახულია ქრისტიანული ნამუშევრები.
XIX-XX საუკუნეები
რედაქტირებადასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ახალი ფრთის განყოფილებაში წარმოდგენილია XIX-XX საუკუნეების ფრანგული ნამუშევრები, რომელთა ავტორებს შორისაა: ეჟენ დელაკრუა, გიუსტავ კურბე, ედუარ მანე, პიერ ოგიუსტ რენუარი, კლოდ მონე, ვინსენტ ვან გოგი, პოლ გოგენი და გუსტავ მორო.[10] გალერეებში ასევე წარმოდგენილია შემდეგი თაობის მხატვრების ნამუშევრები, როგორებიცაა: ჟან დიუბიუფე, ალბერ მარკე, პაბლო პიკასო, ხაიმ სუტინი, მაქს ერნსტი, ჟოან მირო და ჯექსონ პოლოკი.[11]
ნახატები
რედაქტირებადასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შავ-თეთრი ნახატების კოლექცია მოიცავს მე-18-მე-19 საუკუნეების ფრანგი ხელოვანების ნამუშევრებს, როგორებიცაა: ფრანსუა ბუშე, ალექსანდრ ევარისტ ფრაგონარი, ეჟენ დელაკრუა, გუსტავ მორო, ოგიუსტ როდენი და პოლ სეზანი.
ბეჭდური მასალა
რედაქტირებამუზეუმის ბეჭდური მასალის კოლექცია მოიცავს: ჯოვანი ბატისტა პირანეზის, ფრანსისკო გოიას, რემბრანდტის, ალბრეხტ დიურერის, ჰანს ჰოლბაინ უმცროსის, ჟაკ კალოსა და მაქს კლინგერის ნამუშევრებს, რომლებიც შექმნილია XV საუკუნდან XX საუკუნემდე პერიოდში.[12]
ლე კორბუზიეს ნაგებობა
რედაქტირებამუზეუმის მთავარი შენობა შეიქმნა შვეიცარიელ-ფრანგი არქიტექტორის, შარლ ედუარ ჟანერეს (მეტად ცნობილი, როგორც ლე კორბუზიე, 1887–1965) მიერ. დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ნაგებობა ფრანგი არქიტექტორის ერთადერთ ნამუშევარს წარმოადგენს აღმოსავლეთში.[13] ნიუ-იორკ ტაიმზის მოხსენების მიხედვით, ეს შენობა „მხატვრული მნიშვნელობითა და სილამაზით“ მასში დაცულ ნამუშევრებსაც კი უწევს კონკურენციას.[14] მრავალსართულიანი რკინა-ბეტონის ნაგებობის მშენებლობა 1959 წლის მარტში დასრულდა. ნაგებობა იაპონიასა და საფრანგეთს შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიპლომატიური კავშირების განახლებას აღნიშნავს.[15]
მსოფლიო მემკვიდრეობა
რედაქტირება2007 წელს იაპონიამ იუნესკოს დროებითი მემკვიდრეობის სიაში დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ნაგებობის, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულების შეტანა გადაწყვიტა.
2016 წელს, იუნესკომ ლე კორბუზიეს დაპროექტებული 17 ნაგებობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ამ 17 შენობას შორის ერთ-ერთი 1959 წელს აშენებული დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შენობაც გახლდათ.[16]
გალერეა
რედაქტირება-
კამილ კორო
-
ჟერარ დო
ლიტერატურა
რედაქტირება- Watanabe, Hiroshi. (2001). The Architecture of Tokyo: An Architectural History. Tokyo: Edition Axel Menges. ISBN 3-930698-93-5
- Bijutskan, Kokuritsu Seiyo. (1978). Masterpieces of the National Museum of Western Art, Tokyo. Tokyo: National Museum of Western Art.
- Sakakura Junzo, August 1959, "On the Opening of the National Museum of Western Art", Japan Architect
- Reynolds, Jonathan M. (2001). Maekawa Kunio and the Emergence of Japanese Modernist Architecture. University of California Press. ISBN 0-520-21495-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Visitor Figures 2016. The Art Newspaper Review (April 2017). ციტირების თარიღი: 23 March 2018
- ↑ 2.0 2.1 NMWA collection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-03. ციტირების თარიღი: 2021-09-15.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 NMWA outline
- ↑ Chapin, Emerson. "Japan Assembling a Large Chagall Show; 450 Works From 15 Nations to Be Lent For Tokyo Display; Value of Exhibition Estimated at Nearly $14 Million Planned for 7 Years Designed by Le Corbusler," New York Times. September 24, 1963.
- ↑ National Gallery in London to send Van Gogh's Sunflowers to Japan. ციტირების თარიღი: 2019-03-06
- ↑ Subscribe to read en. ციტირების თარიღი: 2019-03-06
- ↑ NMWA 14th-16th centuries
- ↑ NMWA 17th century
- ↑ NMWA 18th century
- ↑ NMWA pre-WWII artists
- ↑ NMWA post-WWII artists
- ↑ NMWA prints study
- ↑ Watanabe, Hiroshi. (2001). The Architecture of Tokyo: An Architectural History, pp. 123-124.
- ↑ Falk, Ray. "French Art in Tokyo," New York Times. June 21, 1959.
- ↑ NMWA building
- ↑ BBC.com: "Le Corbusier works named as UN world heritage sites", posted 17 July 2016. accessed 17 July 2016.