დარენ ევერეტ კრისი (დ. 5 თებერვალი, 1987) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და კომპოზიტორი.

დარენ კრისი

დარენ კრისი
დაბადების სახელი დარენ ევერეტ კრისი
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1987 (1987-02-05) (37 წლის)
სან-ფრანცისკო, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1997-დღემდე
საიტი www.darrencriss.com

ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანამფლობელი StarKid Productions-ის(მუსიკალური თეატრის კომპანია, რომელიც დაარსდა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში). პირველად დარენ კრისი ყურადღების ცენტრიში მოექცა, როდესაც მან ითამაშა მთავარი ჰარი პოტერი-ის როლი მუსიკალურ წარმოდგენაში "A Very Potter Musical"(2009). ეს თეატრალური დასი ბილბორდების ისტორიაში შევიდა მათი ორიგინალური ალბომით "Me and My Dick".

დარენს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მუსიკალურ-კომედიურ სერიალში Glee, Blaine Anderson-ის როლმა, სადაც ის გეი სტუდენტს განასახიერებს. მის მიერ სერიალში შესრულებული Katy Perryის სიმღერის Teenage Dream ქავერ ვერსია გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი Glee-ს ისტორიაში და ბილბორდების ასეულში მე-8 ადგილი დაიკავა. 2012 წლის იანვარში შედგა დარენ კრისის დებიუტი ბროდვეის თეატრში, სადაც მან შეცვალა დანიელ რედკლიფი მთავარ როლზე – J. Pierrepont Finch. სწორედ დარენის მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა წარმოდგენას ყველაზე დიდი შემოსავალი. 2012 წლის დეკემბერში შედგა მისი საფილმო დებიუტი კომედიაში Girl Most Likely.

ბიოგრაფია რედაქტირება

კრისი დაიბადა სან ფრანცისკოში, კალიფორნია. ის არის უმცროსი ვაჟიშვილი სერინა (ბუღალტერი) და ჩარლზ უილიამ კრისების (ბანკირი, სან ფრანცისკოს ოპერის ყოფილი დირექტორი). კრისი წარმოშობით ევრაზიელია, მისი დედა ფილიპინელ-ესპანელია ხოლო მამა ირლანდიელი. მისი უფროსი ძმა ჩარლზ "ჩუკ" კრისი (დაიბადა 1985 წლის 15 აპრილს)არის მუსიკოსი და როკ ჯგუფის Freelance Whales-ის წევრი.

დარენ კრისი საკმაოდ მცირე ასაკში დაინტერესდა მუსიკით და 5 წლისამ დაიწყო ვიოლინოს დაკვრის შესწავლა. ამჟამად იგი ფლობს რამდენიმე ინსტრუმენტს: ვიოლინოს, გიტარას, ფორტეპიანოს, მანდოლინას, გარმონიკას და დასარტყამ ინსტრუმენტებს. 15 წლიდან დაიწყო სიმღერების წერა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება