დანისპარაული
დანისპარაული — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში (რიყეთის [ადმინისტრაციულ ერთეულში).[2]
სოფელი | |
---|---|
დანისპარაული | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხულოს მუნიციპალიტეტი |
თემი | რიყეთი |
კოორდინატები | 41°38′56″ ჩ. გ. 42°28′11″ ა. გ. / 41.64889° ჩ. გ. 42.46972° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1520 მ |
მოსახლეობა | 517[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 %, რუსები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 22 კმ-ით, ბათუმიდან 110 კმ-ით.
სოფელი განლაგებულია ხულო–დანისპარაული–გოდერძი–მწვანე ტბა–ბეშუმის ტურისტულ მარშრუტზე. ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლა, რომელიც ქედლების სათხილამურო ცენტრის ბაზაზეა შექმნილი. აქვე გაკეთებულია 200 მეტრიანი საბაგირო გზა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 517 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 640 | 316 | 324 |
2014[1] | 517 | 264 | 253 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 313.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II