დანილო ლუის და სილვა
დანილო ლუის და სილვა (პორტ. Danilo Luiz da Silva; დ. 15 ივლისი, 1991, ბიკასი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, „იუვენტუსისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც — დანილო. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]
დანილო ეროვნულ ნაკრებში 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დანილო ლუის და სილვა | ||
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1991 | ||
დაბადების ადგილი | ბიკასი, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 184 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | იუვენტუსი | ||
ნომერი | 13 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003–2009 | ამერიკა მინეირო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2010 | ამერიკა მინეირო | 37 | (4) |
2010–2011 | სანტოსი | 49 | (5) |
2011–2015 | პორტუ | 91 | (11) |
2015–2017 | რეალ მადრიდი | 41 | (3) |
2017–2019 | მანჩესტერ სიტი | 34 | (4) |
2019– | იუვენტუსი | 52 | (3) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011 | ბრაზილია 20 | 15 | (2) |
2012 | ბრაზილია 23 | 4 | (1) |
2011– | ბრაზილია | 28 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 იანვარი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21 იანვარი, 2019 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებადანილომ კარიერა დაიწყო „ამერიკა მინეიროში“, საიდანაც 2010 წელს „სანტოსში“ გადავიდა. 2012 წლის იანვარში 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ დანილო „პორტუში“ ჩაირიცხა. ის პორტუგალიურ გუნდს კარგად მოერგო და სხვა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია. 2015 წლის ზაფხულში დანილოს რამდენიმე შემოთავაზება ჰქონდა, საიდანაც მან მადრიდის „რეალი“ აირჩია. მის სანაცვლოდ სამეფო კლუბმა 31.5 მილიონი ევრო გადაიხადა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაიცავდა ბრაზილიის 20 წლამდე და 23 წლამდე საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 2011 წლიდან ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 22 შეხვედრა ჩაატარა.[3]
მსოფლიო ჩემპიონატზე
რედაქტირებადანილომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[4][5]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2018 | რუსეთი | 14 | მცველი | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | მეოთხედფინალი |
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებასანტოსი:(2)
- პაულისტას ჩემპიონატი: 2011
- ლიბერტადორესის თასი: 2011
პორტუ:(2)
- პრიმეირა ლიგა: 2011–12, 2012–13
რეალ მადრიდი:(5)
- პრიმერა დივიზიონი (1): 2016–17
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2): 2015–16, 2016–17
- უეფა-ს სუპერთასი (1): 2016
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2016
- პრემიერ ლიგა (2): 2017–18, 2018–19
- ინგლისის ლიგის თასი (2): 2017–18, 2018–19
- ინგლისის ასოციაციის თასი (1): 2019
- ინგლისის სუპერთასი (1): 2018
სანაკრებო
რედაქტირება- ნიკოლას ლეოსის თასი: 2011, 2014
- ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი: 2012
ინდივიდუალური
რედაქტირება- მინეიროს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2010