დამია
დამია — სოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამია-გიაურარხის ადმინისტრაციულ ერთეულში.[1]
სოფელი | |
---|---|
დამია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
თემი | დამია-გიაურარხი |
კოორდინატები | 41°16′41″ ჩ. გ. 44°45′03″ ა. გ. / 41.27806° ჩ. გ. 44.75083° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 620 მ |
მოსახლეობა | 326[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 96 % აზერბაიჯანელები 3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 620 მეტრზე. მარნეულიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.
სოფლის ტერიტორია წინაფეოდალური ხანიდანაა დასახლებული (აღმოჩენილია გორანამოსახლარი, კერამიკული ნაწარმი). შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია, რომლის კედლების წყობაში ჩანს ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანის არქიტექტურული დეტალები. დამიის ახლანდელი სომხური მოსახლეობის წინაპრები აქ XIX საუკუნის I ნახევარში დასახლდნენ. საბჭოთა პერიოდში შედიოდა სადახლოს სასოფლო საბჭოში.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 326 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 334 | 170 | 164 |
2014[1] | 326 | 165 | 161 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 354.;
- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.;
- დამიას სურბ სარგისი : (გვიანი შუა საუკუნეები) / გაგოშიძე, გიორგი // მონოფიზიტური ძეგლები საქართველოში : (არქიტექტურა, რელიეფები, წარწერები) : წ. 1: ქვემო ქართლი / გიორგი გაგოშიძე, ნათია ჩანტლაძე. - თბილისი, 2009. - ISBN 978-99940-55-59-3. - გვ. 98.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II