დაკარგული უფლისწული

„დაკარგული უფლისწული“ (ინგლ. The Lost Prince) — ბრიტანული სატელევიზიო დრამა, რომლის რეჟისორია სტივენ პოლიაკოფი. მინი სერიალი 2003 წელს გამოვიდა. უამრავი მაყურებელი მიიზიდა, გამოვიდა მისი VHS და DVD ვერსიები. BBC One-მ კი 2004 წლის იანვარში განმეორებით აჩვენა.

„დაკარგული უფლისწული“
დამდგმელი რეჟისორი სტივენ პოლიაკოფი
სცენარის ავტორი სტივენ პოლიაკოფი
როლებში ტომ ჰოლანდერი,
მირანდა რიჩარდსონი,
ჯინა მაკი
კომპოზიტორი ედრიენ ჯონსტონი
ოპერატორი ბერი ეკროიდი
გამოსვლის თარიღი 2003
ქვეყანა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური

ფილმი მოგვითხრობს უფლისწულ ჯონის ცხოვრებაზე - ბრიტანეთის მეფის ჯორჯ V-ისა და დედოფალ მერის უმცროს შვილზე, რომელიც 1919 წელს, 13 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯონს ეპილეფსიური კრუნჩხვები და აუტიზმის მსგავსი განვითარების აშლილობა ჰქონდა და სამეფო ოჯახი ცდილობდა დაემალა იგი საზოგადოების თვალისგან; სცენარი არ წარმოაჩენდა სამეფო ოჯახს, როგორც არასიმპატიურს, სამაგიეროდ, აჩვენებდა, თუ რამდენად დაუჯდათ ეს მათ ემოციურად (განსაკუთრებით ჯონის დედას, დედოფალ მარიამს). პოლიაკოფი იკვლევს ჯონის ამბავს, მის ურთიერთობას ოჯახთან და ძმასთან, პრინც ჯორჯთან, იმ დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს (როგორიცაა რომანოვების სახლის დაცემა 1917 წელს) და მისი ძიძის, შარლოტა ბილის (ლალა) სიყვარულსა და ერთგულებას.

 
უფლისწული ჯონი ძიძასთან ერთად

ჯილდოები

რედაქტირება

ფილმის სცენარისტი და რეჟისორი სტივენ პოლიაკოფია, ის თავდაპირველად ეთერში 2003 წლის იანვარში გავიდა. ფილმმა სამი ემის ჯილდო მოიგო 2005 წელს.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Lawson, Mark (16 January 2003). „Mark Lawson: Stephen Poliakoff's The Lost Prince“. The Guardian.