ბიბი ანდერსონი
ბიბი ანდერსონი (შვედ. Bibi Andersson; დ. 11 ნოემბერი, 1935, სტოკჰოლმი — გ. 14 აპრილი, 2019, იქვე) — შვედი მსახიობი.
ბიბი ანდერსონი | |
---|---|
დაბადების სახელი | ბერიტ ელიზაბეთ ანდერსონი[1] |
დაბადების თარიღი |
11 ნოემბერი, 1935 სტოკჰოლმი, შვედეთი |
გარდაცვალების თარიღი |
14 აპრილი, 2019 (83 წლის) სტოკჰოლმი, შვედეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1951–2009 |
მეუღლე(ები) |
კიელ გრედე (იქ. 1960–73) პერ ოლმარკი (იქ. 1979–81) გაბრიელ მორა ბაეზა (იქ. 2004–19) |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა სამეფო დრამატული თეატრის სკოლაში „ი. ტერსერუსა“. მუშაობდა მალმოს თაეტრში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ინგმარ ბერგმანი. ცნობილი გახდა ბერგმანის ფილმებში მონაწილეობის შემდეგ „ზაფხულის ღამის ღიმილი“, „მარწყვის მდელო“, „მეშვიდე ბეჭედი“, „სახე“. მან ითამაშა რეჟისორის 11 სურათში. 1958 წელს ბერგმანის ფილმში „ცხოვრების ზღვარზე“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ამავე ფილმის მონაწილე სხვა მსახიობ ქალებთან ერთად. მის ერთ-ერთ საუკეთესო როლად მიჩნეულია ფილმ ექთან ალმას როლი ფილმში „პერსონა“ (1966).
ანდერსონმა ასევე ითამაშა შვედი რეჟისორის ვილგოტა შიომანის ფილმებში „საყვარელი“ (1962), „საწოლი და-ძმისთვის, 1782“ (1966), „მე ვწითლდები“ (1980). 1970-იანი წლებიდან ანდერსონმა ასევე ითამაშა საბჭოელ რეჟისორებთან — იური იგოროვთან („ადამიანი სხვა მხრიდან“, 1971) და მიხეილ ბოგინთან („სიყვარულის შესახებ“ 1971).
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1955 | ფ | ზაფხულის ღამის ღიმილი | Sommarnattens leende | მსახიობი |
1957 | ფ | მეშვიდე ბეჭედი | Det sjunde inseglet | მია |
1957 | ფ | მარწყვის მდელო | Smultronstället | სარა |
1958 | ფ | ცხოვრების ზღვარზე | Nära livet | ჰიორდის პეტერსონი |
1958 | ფ | სახე | Ansiktet | სარა |
1960 | ფ | ეშმაკის თვალი | Djävulens öga | ბრიტ-მერი |
1962 | ფ | საყვარელი | Älskarinnan | გოგონა |
1964 | ფ | რომ აღარეფერი ვთქვათ ყველა ამ ქალზე | För att inte tala om alla dessa kvinnor | ჰუმლანი |
1966 | ფ | პერსონა | Persona | ალმა |
1970 | ფ | წერილი კრემლიდან | The Kremlin Letter | ერიკა |
1971 | ფ | შეხება | Beröringen | კარინ ვერგერუსი |
1973 | ფ | სცენები ოჯახური ცხოვრებიდან | Scener ur ett äktenskap | კატარინა |
1979 | ფ | კვინტეტი | Quintet | ამბროზია |
1983 | ფ | ჩურჩული და ყვირილი | Exposed | მარგარეტი |
2002 | ფ | ელინა | Elina — Som om jag inte fanns | ტორა ჰოლმი |
2007 | ფ | არნ: რაინდი-ტამპლიერი | Arn — Tempelriddaren | დედა რიკისა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (3 January 2007) The International Dictionary of ... – Google Books. Google. ციტირების თარიღი: 27 July 2010.
- ↑ Bibi Andersson dies at 83. ციტირების თარიღი: 14 April 2019.
- ↑ Gates, Anita. (14 April 2019) Bibi Andersson, Luminous Presence in Bergman Films, Dies at 83. The New York Times. ციტირების თარიღი: 14 April 2019