დათვისკენკრა (ლათ. Arctostaphylos) — მცენარეთა გვარი მანანასებრთა (შქერისებრთა) ოჯახისა. გართხმული ბუჩქებია. აქვთ მარადმწვანე ტყავისებრი ფოთლები, მტევნებად შეკრებილი ვარდისფერი ყვავილები და წითელი კურკინა ნაყოფი.

დათვისკენკრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Arctostaphylos

ცნობილია 18 სახეობა. გვხვდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობაა - კავკასიური დათვისკენკრა (ლათ. Arctostaphylos caucasicus), რომელიც იზრდება დასავლეთ საქართველოს ფიჭვნარებში, სუბალპური და ალპური სარტყლის ღორღიან ადგილებზე.

მისი ნაყოფი იჭმევა. ფოთოლი შეიცავს გლუკოზიდ არბუთინს და მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარი ფოთლების ნახარში იხმარება მედიცინაში.

ლიტერატურა

რედაქტირება