დათვისთხილა
დათვისთხილა, ქართული თხილი (ლათ. Corylus iberica, Corlylus colurna) — ტანმაღალი ხე არყისებრთა ოჯახისა. აქვს მუქი რუხი კორპიანი ქერქი, გრძელყუნწიანი ფოთლები. გავრცელებულია ირანში, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და მცირე აზიაში. საქართველოში უფრო ხშირად მთის შუა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეებში გვხვდება, ზღვის დონიდან 800-1600 მ-მდე. ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და ქარგამძლეა.
დათვისთხილა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Corylus colurna | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Corylus iberica, Corylus colurna | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 194668 | |||||||||||||||
|
იზრდება ტყის ჰუმუსიან ყომრალ ნიადაგზე, თუმცა ხირხატიან და კირიან ნიადაგებზეც კარგად ხარობს. მის წვრილშრიანსა და მოწითალო მერქანს ავეჯისა და სახარატო ნაკეთობისათვის იყენებენ ნაყოფის გული გემრიელია, მაგრამ კირკიტია და ამის გამო ნაკლებად იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 344.