დავით ჩქოტუა

ქარათველი პუბლიცისტი და რუსთველოლოგი აფხაზეთიდან.

დავით ჩქოტუა (დ. 11 იანვარი, 1849, სოფელი საბერიო, — გ. ივლისი, 1929, რიყე ) — აფხაზი პუბლიცისტი და რუსთველოლოგი.

დავით ჩქოტუა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ერთადერთი ვაჟის, გიორგი შერვაშიძის ძიძიშვილი და ერთგული თანამებრძოლი. დაიბადა სამურზაყანოს სოფელ საბერიოში. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. 1869–1875 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, ხოლო შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. პეტერბურგში სწავლების პერიოდში იგი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან“. 1875 წლიდან გიორგი შერვაშიძემ მიიწვია აღმოსავლეთ საქართველოში თავისი მამულების მმართველად. თბილისში დაუახლოვდა თერგდალეულებს, ჩაერთო მათ მოძრაობაში.

დავით ჩქოტუა თავის უმცროს ძმასთან, ნიკოლოზთან ერთად დაადანაშაულეს 1876 წლის 22 ივლისს მომხდარ ნინა ანდრეევსკაიას გატაცებასა და მკვლეოლბაში. საბოლოოდ მიუსაჯეს 20 წლიანი კატორღა. ნიკოლოზი სასამართლომ საბოლოო ჯამში გაამართლა. დავით ჩქოტუამ კატორღა სრულად მოიხადა და 1906 წელს მძიმედ დაავადებული დასახლდა მშობლიურ სოფელ საბერიოში სადაც იგი ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობას. იგი დაინტერესებული იყო რუსთველოლოგიით. მუშაობდა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ ვრცელ მონოგრაფიაზე, რომელიც ამჟამად დაკარგულია, შემორჩენილია მისი ნაშრომის ძალიან მცირე ნაწყვეტი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება