დავით კვინიხიძე
დავით კვინიხიძე (გ. 1787) — იმერეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, ელჩი რუსეთში.
დავით კვინიხიძე იყო იმერეთის აზნაურთა გვარიდან. მეფე სოლომონ II-ის კარზე ჰქონდა მდივანბეგის თანამდებობა. 1769-1771 და 1774-1775 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიაში სოლომონ მეფის ელჩობას. 1784-1786 წლებში კათალიკოს მაქსიმე აბაშიძესთან და ზურაბ წერეთელთან ერთად კვლავ დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა რუსეთში, ამჯერად დავით II-ის დავალებით. ელჩობების საბოლოო მიზანი — იმერეთის რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღება — შეუსრულებელი დარჩა. რუსეთიდან დაბრუნებიდან მალევე, 1787 წელს მოკლეს ლეკმა მოთარეშეებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბილისი, 1979.
- ზ. ცქიტიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მოღვაწენი XVIII ს. II ნახევარი–XIX ს. დამდეგი, მეცნიერება, 1980.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სურგულაძე მ., დავით კვინიხაძე / ვებ-გვერდი „ქართველი ისტორიული მოღვაწენი (IV–XVIII სს.)“.