კვინიხიძის ელჩობა
კვინიხიძის ელჩობა რუსეთში — იმერეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში 1763, 1774 და 1784 წლებში მდივანბეგ დავით კვინიხიძის მეთაურობით. კვინიხიძის ელჩობას რუსეთის მთავრობისათვის უნდა ეცნობებინა იმერეთის მზადყოფნა ოსმალეთის წინააღმდეგ ომისათვის და ეთხოვა დამხმარე ჯარი. ამ ელჩობის შედეგად რუსეთის საექსპედიციო ჯარის რაოდენობა გაიზარდა. რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლებში ომში მოპოვებულ წარმატებათა განსამტკიცებლად კვინიხიძე 1774 წელს მეორედ გაემგზავრა რუსეთს, მაგრამ ამჯერად ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან რუსეთის მთავრობა ოსმალეთთან ურთიერთობის გართულებას მოერიდა. მაგრამ ამ ომის საერთო შედეგებმა და ყირიმის საკითხის გამწვავებამ ხელსაყრელი პირობები შეუქმნა იმერეთის მეფეს ოსმალთა ძალმომრეობისაგან ქვეყნის დასახსნელად. 1784 წელს კვინიხიძე მაქსიმე აბაშიძესთან და ზურაბ წერეთელთან ერთად ისევ წავიდა რუსეთში. ამ ელჩობის მიზანი იმერეთის სამეფოს რუსეთის მფლობელობაში შევლა იყო რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის 1783 დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის ანალოგიური პირობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაჭარაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 496-497.
- მაჭარაძე ვ., ასპინძის ბრძოლა, თბ., 1957;
- მისივე, ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, თბ., 1968;