დავით სილიბისტროს ძე იმნაიშვილი (დ. 18 მარტი, 1914, სოფ. შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი — გ. 21 აგვისტო, 1978, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1941), იკვლევდა ნახურ (ჩაჩნურ, ინგუშურ, ბაცბურ) და დიდოურ ენებს.

ლიტერატურა

რედაქტირება