დავით ბაქრაძე (პოლიტიკოსი)
დავით ბაქრაძე (დ. 30 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი. 2014-2016 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
დავით ბაქრაძე | |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 5 დეკემბერი, 2016 |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ნოემბერი, 2014 – 27 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | ალექსი პეტრიაშვილი |
მემკვიდრე | ვიქტორ დოლიძე |
დაბადებული | 30 დეკემბერი, 1975 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
შვილები | 3 |
განათლება | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადავით ბაქრაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
1996 წელს მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში. 90-იანი წლების მიწურულს იგი მსახურობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დეპარტამენტში. 2002 წელს მან დაიწყო დიპლომატიური სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002-2005 წლებში იგი იყო ჟენევაში გაეროს ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2008 წლამდე იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსის პოსტს. 2008-2012 წლებში დავით ბაქრაძე მსახურობდა საქართველოს საელჩოში შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, როგორც უფროსი მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2012 წლის აპრილიდან 2014 წლის ნოემბრამდე იგი მსახურობდა როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში. 2014 წლის ნოემბერში დავით ბაქრაძე დაინიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე.[1] 2016 წლის დეკემბრიდან არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.[2]