დავიდ ბაევი
დავიდ ალბერტის ძე ბაევი (რუს. Баев Давид Альбертович, ოს. Байаты Алберты фырт Давид; დ. 7 ნოემბერი, 1997, ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი) — რუსი თავისუფალი სტილით მოჭიდავე; წარმოშობით არის ოსი.[1]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | რუსი |
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი, 1997 (27 წლის) |
დაბ. ადგილი | ვლადიკავკაზი |
სიმაღლე | 168 |
წონა | 66-70 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | რუსეთი |
სპორტი | ჭიდაობა |
სახეობა | თავისუფალი |
გუნდი | ასლან ხადარცევის თავისუფალი ჭიდაობის აკადემია |
მწვრთნელი |
მ. ცაკაევი მ. როჟკოვი ა. ხადარცევი |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადავიდ ბაევი დაიბადა 1997 წლის 7 ნოემბერს, ვლადიკავკაზში (ჩრ. ოსეთი). სწავლობდა ასლან ხადარცევის ჭიდაობის აკადემიაში (ვლადიკავკაზი). ცხოვრობს ნიჟნევარტოვსკში, ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგში.
მოჭიდავის კარიერა
რედაქტირებადავიდ ბრადოვის დებიუტი შედგა ნაზრანში, ინგუშეთში ჩატარებულ 2017 წლის რუსეთის ჩემპიონატში; ივანოვოს ოლქის წარმომადგენელ მაგომედ დიბირგაძიევთან ნახევრფინალში მარცხის შემდეგ, მან ყარაჩაი-ჩერქეზეთის წარმომადგენელი ალიბეკ აკბაევი ანგარიშით 6:4 დაამარცხა; საბოლოოდ, ბაევმა ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.[2][3] აშშ-ის წარმომადგენლის, დეაკინის ტექნიკური ჯარიმით დამარცხების შედეგად (10:0), ბაევმა მოიგო 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (ჩატარდა ტამპერეში, ფინეთში).[4] ბაევმა ბრინჯაოს მედლი კიდევ ერთხელ მოიპოვა 2018 წლის რუსეთის ჩემპიონატში, რომელიც ოდინსტვოში გაიმართა. დავიდ ბაევს ჰყავს ორი ახალგაზრდა ძმა.[5]
რუსეთის ეროვნული ჩემპიონატი 2019
რედაქტირებასოჭიში ჩატარებულ 2019 წლის რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატში ბაევმა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა. 16-ე ტურში ბაევი დაუპირისპირდ კრასნოდარის წარმომადგენელ ისმაილ დჟაპუას და შეხვედრა ტექნიკური ჯარიმით, 10:0 მოიგო. იგი შემდეგში კრასნოიარსკის წარმომადგენელ სემენ ტერეშენკოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ბაევი დაუპირისპირდა ყოფილ ოქროს მედალოსანსა და ორგზის რუსეთის ეროვნული ვერცხლის მედალოსან ჩეჩენ ისრაილ კამუსოვს.
მან მეოთხედფინალური დაპირისპირება ტექნიკური ჯარიმით, ანგარიშით 13:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რაზამბეკ ძამალოვი დაამარცხა; აღნიშნული შეხვედრა ანგარიშით 10:10 დასრულდა თუმცა გამარჯვებული მაინც ბაევი დარჩა. ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, მაგომედრასულ გაზიმაგომედოვის 74 კილოგრამ კატეგორიაში გადასვლით, ბაევმა რუსეთის სახელით 2019 წლის მსოფლიოს ჭიდაობის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა; აღნიშნული ჩემპიონატი ჩატარდა ნურსულთანში, ყაზახეთში.
მსოფლიო ჩემპიონატი 2019
რედაქტირება2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ბაევმა 70 კილოგრამ კატეგორიაში იასპარეზა და მოიგო მისი პირველი მსოფლიო (უფროსი) ტიტული. ბაევმა პირველად ანდრეი კარაპაჩი ტექნიკური ჯარიმით დაამარცხა (10:0). შემდეგ, იგი დაუპირისპირდა ყოფილ მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ იაკობიაშვილს, რომელიც ანგარიშით 7:0 დაამარცხა. ამგვარი გამარჯვებებით ბაევმა ნახევარფინალს მიაღწია და აქ იგი დაუპირისპირდა აზიის ჩემპიონსა და მსოფლიო და ევროპის მედალოსან მაგომედმურად გაძიევს.[6] მან იგი საბოლოოდ ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება შედგა ბაევსა და ნუკროჟა კაიპანოვს შორის; შეხვედრა ბაევმა მოიგო და ამ გამარჯვებით 2019 წლის მსოფლიო ტიტული მოიპოვა.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Баев Давид Альбертович. infosport.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-21.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ БАЕВ Давид Альбертович | Российские спортсмены и специалисты | Спортивная Россия ru. ციტირების თარიღი: 2018-06-27
- ↑ region15.ru. 15-й РЕГИОН: Вольник Давид Баев - бронзовый призер чемпионата России. ციტირების თარიღი: 2018-06-27
- ↑ Sputnik. Вольник Давид Баев стал бронзовым призером чемпионата России ru. ციტირების თარიღი: 2018-06-27
- ↑ „Вольная борьба. Чемпионат мира среди юниоров. Баев, Найфонов победили, Гаджиев и Козонов – призеры“. Sports.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-06-27.
- ↑ "Хочу, чтобы отец моих детей был олимпийским чемпионом". Открытие чемпионата России по вольной борьбе - Давид Баев. — Федерация спортивной борьбы России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-15. ციტირების თარიღი: 2019-11-15.
- ↑ Eric. Burroughs Survives Scares to Stay on Collision Course with Chamizo at 74kg English. ციტირების თარიღი: 2019-09-21
- ↑ Eric. Sidakov Completes Dream Run to 2nd Straight 74kg Title; Petriashvili 3-peats at 125kg English. ციტირების თარიღი: 2019-09-21