დავაკრანი
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე
დავაკრანი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
დავაკრანი | |
---|---|
ქულბაქი (მარცხნივ) და დავაკრანი (მარჯვნივ), ხედი სოფ. ფოკიდან | |
კოორდინატები: 41°24′12″ ჩ. გ. 43°54′53″ ა. გ. / 41.40333° ჩ. გ. 43.91472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2820 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ვულკანური ანდეზიტ-ბაზალტური ლავა |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობს ჯავახეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2820 მ. აგებულია ვულკანური ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით. დავაკრანს აქვს დამრეცი კალთები და გუმბათისებრი ფორმა. შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 331.