დაბაწვრილის ციხე
დაბაწვრილის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს სოფელ მეშელის ტერიტორიაზე, პატარა გორაკზე. თავისი მდებარეობიდან გამომდინარე ციხე შავშეთიდან სამცხე-აჭარისკენ მიმავალ გზებს აკონტროლებდა.
ტოპონიმი
რედაქტირებატოპონიმ „დაბაწვრილში“ მსაზღვრელია გეოგრაფიული ობიექტის სახელი „დაბა“.
შესწავლის ისტორია
რედაქტირებაXIX-XX საუკუნეების მკვლევართა მიერ დაბაწვრილის ციხე თითქმის არ იყო შესწავლილი. 2007 წელს თ. ხუციშვილმა შეისწავლა ძეგლი და იგი მოკლედ აღწერა.[1] ციხესიმაგრე ადგილზე შეისწავლეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტაანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგის“ სამუშაო ჯგუფის წევრებმა. ექსპედიციის ანგარიშში ციხე ნახსენებია, როგორც „კოპაძეების ციხე“.ამასთანავე აღნიშნულია, რომ „ნაგებობიდან ამოწვდილია ერთი ვიწრო, მაღალი კედელი, მომცრო, მონაცრისფრო კვადრებით მოპირკეთებული“.[2]
ციხის გარემო
რედაქტირებადაბაწვრილის ციხე პატარა გორაკზეა აღმართული. ეს იყო ადგილობრივი შავშელი აზნაურის ადგილსამყოფელი. დღემდე შემონახულია სამხრეთ გალავნის ერთი ფრაგმენტი, ასევე რამდენიმე ნაგებობის ნაშთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი გალავნის საძირკველი. ციხე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იყო განვრცობილი. სამხრეთ ნაწილში აღმართულია თითქმის 7 მეტრიანი გალავნის ნაწილი, რომელიც გარედან თლილი, დამუშავებული პატარა კვადრებითაა მოპირკეთებული. გალავანი გორაკის თავზე კოშკის ფორმის ნაგებობით გვირგვინდებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ., 2020 ISBN 978-9941-9738-1-9
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თ. ხუციშვილი, ახლად აღმოჩენილი არქიტექტურული ძეგლები შავშეთში, კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, თბ., 2008.
- ↑ თ. ხუციშვილი, ლ. წიქარიშვილი, ანა გელაშვილი, ბ. გოზალიშვილი, ანა იმედაშვილი, შ. კოღუაშვილი, დ. მაისურაძე, ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლები, კატალოგი ოთხ წიგნად, წ. 3, შავშეთ-კლარჯეთი, გვ. 62.