დაბაკნეთი
დაბაკნეთი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის ადმინისტრაციული ერთეული). მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ცხრაძმულის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, ახალგორიდან დაშორებულია 31 კმ-ით.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებაწყაროებში პირველად მოხსენიებულია XV საუკუნის I ნახევარში. 1922-1990 შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, შემდეგ — მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის რაიონში (2006 წლიდან მუნიციპალიტეტი). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ცხინვალის რეჟიმის მიერ სოფელი ისტორიული სახელის ნაცვლად იწოდება „ბაშართად“.
კულტურული მემკვიდრეობა
რედაქტირებადემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 29 ადამიანი,[1] 2015 წელს ოკუპაციის პირობებში ჩატარებული აღწერით — 6.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 325.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазова. — Цхинвал: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016.