დაბაკნეთის ეკლესია (გარდამავალი ხანა)

დაბაკნეთის ეკლესია (გარდამავალი ხანა) — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაკნეთში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ეკლესია დგას მთის ფერდზე და გადაჰყურებს ცხრაზმის ხეობას.

ნაგებობა დარბაზული ტიპისაა, ჩრდილოეთიდან თანადროული კარიბჭით. დარბაზი აღმოსავლეთიდან სრულდება სწორკუთხა საკურთხევლით, რომელშიც გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში დგას მასიური ტრაპეზის ქვა, რომლის ფრონტონზე გამოჭრილია ნიშა. სამხრეთ კედელში თაღოვანი ნიშაა. ოდნავ შებრტყელებულ კონქზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. ინტერიერის მთელ პერიმეტრს ხარისხი შემოუყვება.

ცილინდრული კამარა ეყრდნობა ნახევარწრიულ თაღს. ეკლესია ნათდება დასავლეთის და სამხრეთის არქიტრავული სარკმლებით.

ჩრდილოეთის შესასვლელი არქიტრავულია. შესასვლელის წინ მცირე ზომის, მართკუთხა კარიბჭეა.

სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება