გურამ ბელთაძე

ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიზიკა-
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გურამ ბელთაძე (დ. 15 იანვარი, 1949, ზედა ვანი) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

გურამ ბელთაძე
დაბ. თარიღი 15 იანვარი, 1949(1949-01-15) (75 წლის)
დაბ. ადგილი ზედა ვანი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მათემატიკოსი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით.

1972-1973 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1974-1976 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკა-მათემატიკის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილებაში და შემდეგ იმავე აკადემიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ინსტიტუტში ნ. ვორობიოვის თამაშთა თეორიისა და ოპერაციათა კვლევის სამეცნიერო სკოლის ასპირანტი მისივე ხელმძღვანელობით. 1975-1976 წლებში მუშაობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. ვორობიოვის ასისტენტი თამაშთა თეორიაში. 1977-1988 წლებში იყო ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი და დოცენტი. 1989-1992 წლებში იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკა-მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1993-1998 წლებში ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორია. 1999-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 2007 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი, 2018 წლიდან იმავე ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსია. მისი სამეცნიერო სპეციალობაა დისკრეტული მათემატიკა და მათემატიკური კიბერნეტიკა. მიმართულება — თამაშთა თეორიის და ოპერაციათა კვლევის მათემატიკური თეორია, ხოლო მეცნიერული ინტერესების სფეროა: გადაწყვეტილებათა მიღების მათემატიკური თეორია, შეფასების თეორია, პრიორიტეტების დადგენის და საკონკურსო ამოცანები, სოციალური არჩევანი, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მათემატიკური მოდელირება, სწავლების ორგანიზაცია. აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამეცნიერო სტატიები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Игры с лексикографическими выигрышами“, დაიცვა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1982 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „Стратегические лексикографические игры“, დაიცვა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1992 წელს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ოქროს წესის მათემატიკური საფუძვლები: მონოგრაფია, თბილისი, საჩინო, 2018, გვ. 344 ISBN 9789941278518
  • თამაშთა თეორია: ურთიერთობათა და წონასწორობის მათემატიკური თეორია: სახელმძღვანელო, თბილისი, ტექ. უნ-ტის გამ-ბა, 2016, გვ. 505 ISBN 9789941206054
  • გადაწყვეტილებათა მიღების თეორი, ნაწ. II: მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილებები, კონფლიქტები და თამაშები, თბილისი, ტექ. უნ-ტის გამ-ბა, 2011, გვ. 379 ISBN 9789941149757
  • გადაწყვეტილებათა მიღების თეორიისა და ოპერაციათა კვლევის ამოცანები, თბილისი, ტექ. უნ-ტის გამ-ბა, 2011, გვ. 258 ISBN 9789941149696
  • გადაწყვეტილებათა მიღების თეორია, ნაწ. I: პრიორიტეტების და სარგებლიანობების ანალიზი, თბილისი, ტექ. უნ-ტის გამ-ბა, 2009, გვ. 196 ISBN 9789941143366
  • გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის საფუძვლები და მათი გამოყენება საზოგადოებრივ მეცნიერებებში, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2003, გვ. 480 ISBN 999401322X

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი, ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016, გვ. 187-188

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_ბელთაძე“-დან