გუნდაეთისოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
გუნდაეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°14′13″ ჩ. გ. 43°19′59″ ა. გ. / 42.23694° ჩ. გ. 43.33306° ა. გ. / 42.23694; 43.33306
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 240[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გუნდაეთი — საქართველო
გუნდაეთი
გუნდაეთი — იმერეთის მხარე
გუნდაეთი

მდებარეობს მდინარე საძალიხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ჭიათურიდან 10 კილომეტრში, ქუთაისიდან – 81 კმ., თბილისიდან – 191 კმ.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 240 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 379 185 194
2014[1]   240 120 120

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფლის აღმოსავლეთ პერიფერიაზე ახალად აშენებული ტაძარი მდებარეობს, ხოლო სოფლის სამხრეთ-დასავლეთით – წმ. გიორგის ეკლესია, რომლის რესტავრაცია 2010-იან წლებში დასრულდა.

მდ. საძალიხევის მარჯვენა მხარეს მრავლადაა კარსტული მღვიმეები: ნახიზნების, საძროხიისა და საჭინკიის მღვიმეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 203.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 54

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II