საძროხიის მღვიმე
მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში
საძროხიის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალიხევის აუზში. მდებარეობს ზღვის დონიდან 720 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. დახშული 75 მ სიგრძის გვირაბი, რომლის საშუალო სიმაღლეა 2 მ, მაქსიმალური სიგანე კი 30 მ.
საძროხიის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 720 მ |
სიგრძე | 75 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ფსკერზე კარსტული ორმოებია. გვხვდება ზრდაშეჩერებული ნაღვენთები. არის გამოფიტვის ადგილობრივი პროდუქტები. ჰავა დინამიურია. არსებობს დროებითი ღვარების კვალი. გამოიყენება მწყემსების მიერ ნახირის შესარეკად. ადვილი მისადგომია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966