საჭინკიის მღვიმე
მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში
საჭინკიის მღვიმე — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალიხევის აუზში, ზღვის დონიდან 750 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალური დახშული გვირაბების სისტემას, 3 განშტოებით; მთავარი გვირაბის სიმაღლე საშუალოდ 3-4 მ-ია. სიგანე ამდენივე.
საჭინკიის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 750 მ |
სიგრძე | 300 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ვხვდებით მინიატურულ კანიონებსა და ტერასებს. მღვიმე გაჩენილია დროებითი ღვარების მოქმედებით. ჯამური სიგრძე 300 მ. განშტოებებში გვხვდება წვრილი სტალაქტიტები. ჰავა დინამიურია. ჩაედინება დროებითი ღვარები. გამოიყოფა კონდენსაციური ნალექები. მოიპოვება ცხოველების ძვლები. ადვილი მისადგომია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966