გულბაათ დავითაშვილი

გულბაათ ივანეს ძე დავითაშვილი (დ. 29 ივლისი, 1902, ქუთაისი — გ. 3 თებერვალი, 1982, თბილისი) — ქართველი ბალეტის სოლისტი, ბალეტმაისტერი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960).

1919–1922 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში. შემდეგ საბალეტო ხელოვნებას ეუფლებოდა ბერლინში (1922–1924, ე. ნიკოლაევთან), პარიზში (1926–1931, ო. პრეობრაჟენსკაიასთან). ამ პერიოდში მოცეკვავედ და ბალეტმაისტერად მუშაობდა მონტე-კარლოს, „გრანდ ოპერისა“ და ევროპის სხვადასხვა თეატრებსა და დასებში. შეასრულა როლები: მაკნატუნა (პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“), მოცეკვავე (მ. რაველის „ბოლერო“, ნ. რიმსკი-კორსაკოვის „ესპანური კაპრიჩიო“) და სხვ. 1954–1955 წლებში ტაჯიკეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი იყო. იქვე დადგა ყარა ყარაევის „შვიდი მზეთუნახავი“ (1954); ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის მცირე თეატრში — მ. რაველის „ბოლერო“, „ვალსი“, „დაფნისი და ქლოე“ (1959); თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში — ი. მოროზოვის „ექიმი აიბოლიტი“ (1949), პ. სოგეს „მოხეტიალე კომედიანტები“ (1968), ყარა ყარაევის „ჭექაქუხილის ბილიკით“ (1972) და სხვ. ცეკვები დადგა აგრეთვე კინოფილმებში „მამლუქი“, „ბაში-აჩუკი“, „ფიროსმანი“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება