ბოლერო
ბოლერო (ესპ. Bolero) — ესპანური (წყვილთა) ცეკვა, წარმოიშვა XVIII საუკუნის ბოლოს. სრულდება გიტარის აკომპანიმენტის, ზოგჯერ კი სიმღერის თანხლებით. მისთვის დამახასიათებელი რიტმული სურათი ხაზგასმულია კასტანიეტების კაკუნით. XIX საუკუნის დასაწყისიდან ბოლერო ცნობილია საბალეტო სცენაზეც. იგი ხშირად გამოიყენება პროფესიულ მუსიკაში (მორის რაველის „ბოლერო“ სიმფონიური ორკესტრისათვის და სხვა).[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.