ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი

ანრი მარი რაიმონ დე ტულუზ-ლოტრეკ-მონფა (ფრანგ. Henri Marie Raymond de Toulouse-Lautrec-Monfa; დ. 24 ნოემბერი, 1864 — გ. 9 სექტემბერი, 1901), ან უბრალოდ ანრი დე ტულუზ-ლოტრეკიფრანგი მხატვარი, გრავიურისტი, ფერმწერი და ილუსტრატორი. ტულუზის-ლოტრეკი ცესანესთან, ვან გოგთან და გაგინთან ერთად ცნობილია როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი პოსტ-იმპრესიონისტების პერიოდში.

ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი
დაიბადა 24 ნოემბერი, 1864(1864-11-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19]
დაბადების ადგილი ალბი[1] [20] [19]
გარდაიცვალა 9 სექტემბერი, 1901(1901-09-09)[1] [21] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [18] [19] (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი Saint-André-du-Bois[1] [20] და Château Malromé[19]
ჟანრი პორტრეტი[20] , ანიმალისტური ფერწერა[20] და საჟანრო ფერწერა[20]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მხატვარი დაიბადა საფრანგეთში, შატო-დე-მალრომში; არისტოკრატების ოჯახში. ის იყო კომტ ალფონს დე ტულუზ ლოტრეკ მონფასა და ადელ ტაპი დე სელირანის პირველი შვილი. შემდეგ დაიბადა მისი უმცროსი ძმა, რომელიც მალევე გარდაიცვალა.

ძმის გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მასზე ამ დროის განმავლობაში ძიძა ზრუნავდა. 8 წლის ასაკში ანრი საცხოვრებლად დედასთან, პარიზში გადავიდა. აქ მან სამუშაო რვეულში თავისი პირველი ესკიზებისა და კარიკატურების ხატვა დაიწყო. მხატვრის ოჯახს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი ნიჭი, მასთან სტუმრად დადიოდა მისი მამის მეგობარი, რენე პრინსეტო, რომელიც მას არაფორმალურ გაკვეთილებს უტარებდა. ანრის ძირითად თემას შეადგენდნენ ცხენები. 1875 წელს ანრი დაბრუნდა ალბში, რადგან დედამისმა გადაწყვიტა ეზრუნა მისი ჯანმრთელობაზე და ამ მიზნით გადაწყვიტა იგი წაეყვანა თერმულ აბანოებში სამკურნალოდ, იმ იმედით რომ მისი სხეული კვლავ გააგრძელებდა ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.

უუნარობა და ჯანმრთელობის პრობლემები

რედაქტირება

მხატვარს მემკვიდრეობით გადაეცა მთელი რიგი თანდაყოლილი ავადმყოფობებისა. 13 წლის ასაკში მან დაიზიანა მარჯვენა ბარძაყის ძვალი, ხოლო 14 წლის ასაკში მარცხენა. მას ჭრილობები სათანადოდ არ შეუხორცდა, რაც თანამედროვე ექიმების აზრით უნდა ყოფილიყო უცნობი, გენეტიკური დაავადების ბრალი(ხშირად ცნობილია,როგორ ტულუზ ლოტრეკის სინდრომი). სავარაუდოა ეს დაავადება იყო პიქნოდისოსტოსისი. რაქიტის გამწვავებასთან ერთად მას praecox virilism-მაც შეაწუხა, ამიტომ მისმა ფეხებმა შეწყვიტეს ზრდა-განვითარება. საბოლოოდ ის იყო მოზარდის სიმაღლის 1,54 მ, ხოლო მისი ფეხები ბავშვის ფეხის ზომისა იყო 0,70 მ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ჰიპერტროფიული სასქესო ორგანო. რადგან ფიზიკურად მას არ შეეძლო სხვადასხვა სახის მრავალ საქმიანობაში გამოეჩინა თავი, ანრიმ საკუთარი თავი მიუძღვნა ხელოვნებას და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი პოსტ-იმპრესიონისტი, ილუსტრატორი და ლითოგრაფი. მის შემოქმედებაში აღწერილია გვიანი მე-19 საუკუნის ბოჰემური პარიზის ცხოვრების წესი. იგი ასევე წერდა სტატიებს ილუსტრაციების შესახებ ჟურნალ Le Rire-სათვის 1890-ის შუა ხანებში. კოლეჯში ჩაჭრის შემდგომ ხელმეორედ ჩააბარა გამოცდები და დაასრულა სწავლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Henri de Toulouse-Lautrec
  3. 3.0 3.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. 4.0 4.1 Birnholz A. C. Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Nationalencyklopedin — 1999.
  7. 7.0 7.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  12. 12.0 12.1 Frey J. B. Toulouse-Lautrec (Montfa), Henri(-Marie-Raymond) de // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T085831
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 GeneaStar
  15. 15.0 15.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  16. 16.0 16.1 Babelio — 2007.
  17. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  18. 18.0 18.1 The Fine Art Archive — 2003.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 Collectie Boijmans Online — 2010.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 RKDartists
  21. Henri de Toulouse-Lautrec