გუთანი
გუთანი — მიწათმოქმედების იარაღი.
სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს შემდეგნაირად:
![]() |
„გუთანი სომხურია, ქართულად ერქვანი ეწოდების. უკეთუ უმცირე მისსა ჴარნი ებნეს და ერქვანსა არცა საკვეთელი ჰქონდეს და არცა ფიცარი ფრთად, მას ჯილღა ეწოდების და ყევარის ჴარისა საჴვნელსა — არონა და უღლეულის ჴარისასა — ოქონა[1].“
|
ქართული გუთანირედაქტირება
ქართული გუთანი მძიმეა, კვალიც დიდი და ღრმა აქვს და ხარებს მძიმედ აზიდებს.
ფშაური გუთანირედაქტირება
ფშავში მიწის დამუშავებას მარტის გასვლისას იწყებენ. მიწას ხნავენ ხის გუთნით, რომელშიც შებმულია ერთი უღელი ხარი. გუთანს წინ უძღვის მეხრე, გუთანს მართავს გუთნისდედა.
ხევსურული სახვნიელირედაქტირება
ხევსურები მიწას ხნავენ უბრალო ხის საჴვნიელით, რომელშიც შებმულია ერთი უღელი ხარი. საჴვნიელს აქვს საჴნისაკვეთელი და ხნავს არაუღრმეს 10 სმ-სა. საჴვნიელს ხევსური ოსტატები ამზადებენ.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ს. მაკალათია, „ხევსურეთი“, თბ., 1984, გვ. 58
- ს. მაკალათია, „ფშავი“, თბ., 1985, გვ. 42
- ს. მაკალათია, „მთიულეთი“, თბ., 1930, გვ. 43
სქოლიორედაქტირება
- ↑ სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ., 1991, გვ. 175