მეხრე — დიდ გუთანში შებმული ხარის გამრეკი, რომელიც ხვნის პროცესში უღლის მარცხენა მხარეს იჯდა, ველისაკენ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მეხრუღლიან გუთნეულს ემსახურებოდა დღის 4 (1 წინა, 2 შუა, 1 უკანა ანუ ღორღიტის მეხრე) და ღამის 2 მეხრე, რომლებიც მუშაობის პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ღამის მეხრეს დამატებით გუთნეულის გამწევი ძალის (ხარი, კამეჩი) ღამით ძოვებაც ევალებოდა, რაშიც ერთი ზემდეტი ალო ეძლეოდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გუგუშვილი პ., გუთნეულის ეკონომიური ორგანიზაცია, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, 1994, ტ. 5 № 3;
  • რობაქიძე ა., მოდგამი, როგორც ექსპლოატაციის ერთი ფორმა რევოლუციამდელ საქართველოში, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2;
  • ჩიტაია გ., თიანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოკლე ანგარიში, «ენიმკის მოამბე», 1941, ტ. 11;
  • ჯალაბაძე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960;