აჩაჩა
აჩაჩა, აჩაჩი, ძველებური ქართული სახვნელი იარაღი (კავი), გავრცელებული იყო მთელ საქართველოში, განსაკუთრებით ფშავსა და ქართლ-კახეთში. შედგებოდა კავიანი მხარის ანუ რვილის, ქუსლ-კბილას, ერქვანის, ხმალას, სახნისის, საკვეთელისა და სოლებისაგან. მხარი ქუსლში იყო ჩამჯდარი ან ხელნაში გაყრილი. ფშაური აჩაჩა კახურზე დიდი ზომისა იყო და გამწევი ძალაც მეტი სჭირდებოდა. ფშაურში ყევარ ხარს აბამდნენ, კახურში — უღელს. აჩაჩათი მუშაობას 2-3 კაცი სჭირდებოდა და დღეში შეიძლებოდა 3000-4000 მ2 მიწის მოხვნა 10-15 სმ სირღმეზე. ამ ტიპის სახვნელი იარაღი გავრცელებული იყო მთელ კავკასიაში. ტიპოლოგიურად აჩაჩა ენათესავება ძველ აღმოსავლურ (შუმერულ, ბაბილონურ, ასურულ) და ხმელთაშუა ზღვის სახვნელებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 2, გვ. 71-72, თბ., 1977