გროსულარი
გროსულარი[1] (ლათ. grossularium — „ხურტკმელი“) — მინერალი გრანატების ჯგუფისა. ქიმიური შედგენილობა . ხშირად შეიცავს და სხვა მინარევებს. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. გროსულარის კრისტალები დოდეკაედრებია. აქვს უფერული, მოოქროსფრო-ყვითელი, ყავისფერი ან მწვანე ფერის. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 6.5-7.5, სიმკვრივე — 3530 კგ/მ³. არ იტკეჩება. გვხვდება მეტამორფულ ქანებსა და პეგმატიტებში. იყენებენ სანახელავო ქვად და აბრაზიულ მასალად.
გროსულარი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | გრანატების ჯგუფის მინერალი |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | უფერული, მოოქროსფრო-ყვითელი, ყავისფერი ან მწვანე ფერის |
კრისტალის სინგონია | კუბური |
ტკეჩადობა | არ აქვს |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6.5-7.5 |
სიმკვრივე | 3530 კგ/მ³ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 252.