გრიგოლ მიქელაძე (დ. 30 ივლისი, 1954) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი.

გრიგოლ მიქელაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 ნოემბერი, 2016 – 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული30 ივლისი, 1954 (1954-07-30) (70 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება
განათლებასაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1954 წლის 30 ივლისს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო მასალების ნაკეთობათა და კონსტრუქციების საწარმოთა მექანიკური მოწყობილობის სპეციალობით, შემდეგ დაამთავრა ბაქოს პარტიული სკოლა. 1974-1977 წლებში იყო რკინიგზის თბილისის N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მუშა. 1977-1983 წლებში იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის მუშა. 1983 წელს იყო თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. 1983-1984 წლებში — თბილქალაქმშენის მე-14 ტრესტის მეორე სამმართველოს მთავარი ინჟინერი. 1984-1986 წლებში იყო ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლის მსმენელი. 1986-1987 წლებში იყო თბილისის კალინინის რაიონის საორგანიზაციო განყოფილების ინსპექტორი. 1987-1989 წლებში — ტრესტინჟმშენის პარტიული კომიტეტის მდივანი. 1989-1991 წლებში — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-საპროექტო სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1991-1992 წლებში იკავებდა შპს „ტრანსსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. 1992-1996 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საერთაშორისო გადაზიდვებისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე. 1996-2007 წლებში — შპს „საქრკინიგზაექსპედიციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2003-2016 წლებში იყო შპს „ტრანსსერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 57,63% მიიღო (14 824 ხმა).[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება