გრაცია მარია კოსიმა დამიანა დელედა (დ. 27 სექტემბერი, 1871 — გ. 15 აგვისტო, 1936) — იტალიელი მწერალი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.[18] იგი იყო პირველი იტალიელი ქალი, რომელსაც ეს პრემია მიენიჭა.[19] ასევე ის იყო მეორე ნობელიანტი ქალი სელმა ლაგერლოფის შემდეგ.

გრაცია დელედა
Sardinian: Grassia Deledda
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1871(1871-09-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ნუორო[10] [5] [8] [9]
გარდაცვალების თარიღი 15 აგვისტო, 1936(1936-08-15)[10] [11] [12] [5] [6] (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი[10] [5] [8] [9]
დასაფლავებულია კამპო ვერანო
ფსევდონიმი Ilia di Saint-Ismael[13] , Ilia di Sant'Ismael[14] და Aman della Rupe[14]
საქმიანობა მწერალი[5] [6] , პოეტი, რომანისტი, დრამატურგი, პროზაიკოსი და ნოველისტი
ენა იტალიური ენა
მოქალაქეობა  იტალიის სამეფო[15]
ალმა-მატერი საშინაო განათლება
ჟანრი ავტობიოგრაფია და დრამა
Magnum opus ლერწამი ქარში, ელიას პორტულო, დედა, Ashes და Q63435956?
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[16] [17]
მეუღლე Palmiro Madesani
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ქმარ-შვილთან ერთად, რომი, 1905

დაიბადა იტალიაში, კუნძული სარდინიის სოფელ ნუოროში, ბურჟუაზიულ ოჯახში. შვიდი დედმამიშვილიდან მეოთხე იყო. მას შემდეგ, რაც დაამთავრა დაწყებითი სკოლა, განათლება მიიღო კერძო მასწავლებლისაგან. შემდეგ კი, თავად განაგრძო ლიტერატურის შესწავლა. ამ პერიოდში დაინტერესდა მოკლე ნოველების წერით, რომელიც, ძირითადად, შთაგონებული იყო სარდინიაზე მცხოვრები დაბალი კლასის წარმომადგენლების ცხოვრებისეული სირთულეებით. დელედას ბავშვობა დაკავშირებული იყო ღრმა ისტორიული ფესვებიდან გამომდინარე ძველ ტრადიციებთან და მისი ოჯახის წევრების უიღბლობასთან, რაც შთაგონებული იყო მათ მიერ ბედისწერის ძლიერი რწმენით. თემები, როგორებიცაა გაუკონტროლებელი იძულება, მორალური დილემები, ვნება და ადამიანური  სისუსტე აისახა მის მოთხრობებში.

დელედა მასწავლებელმა შეაგულიანა, რომ გაზეთისთვის გაეგზავნა მისი ნაწარმოები. ამრიგად, 13 წლის ასაკში მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა ადგილობრივ ჟურნალში. დელედას ადრეული ნამუშევრები გამოქვეყნდა ჟურნალში „ლ’ულტიმა მოდა“, 1888-1889 წლებში. იგი იმავდროულად ბეჭდავდა პროზაულ ნაწარმოებესა და ლექსებს. 1890 წელს გამოიცა მისი პირველი, მოკლე მოთხრობების კრებული. დელედას მთავარი აქცენტი ჰქონდა მის ცხოვრებასთან დაკავშირებული სიღარიბის და პრობლემების წარმოჩენაზე, წარმოსახვის და ავტობიოგრაფიული ელემენტების კომბინაციით. დელედას ოჯახი მისი წერის სურვილს მხარს არ უჭერდა.

გრაცია დელედას ეკუთვნის ნოველების, მოკლე მოთხრობების, სტატიების, სასცენო პიესების და ლექსების ვრცელი კოლექცია. დელედას პირველი ნოველა ,,სარდინიის ყვავილები" დაიბეჭდა 1892 წელს. 1895 წელს იბეჭდება მისი კიდევ ერთი ნაწარმოები Anime oneste (წმინდა სულები). 1896 წელს გამოიცა მისი წიგნი Paesaggi sardi (სარდინიის მიწა), რომელიც დაბეჭდა „Speirani“-მ. ამ დროისთვის, დელედა რეგულარულად თანამშრომლობდა გაზეთების და ჟურნალების გამომცემლობებთან, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „La Sardegna“, „Piccola rivista“ და Nuova Antologia. მისმა ნამუშევრებმა დაიმსახურა განსაკუთრებული ხედვის აღნიშვნაც და კრიტიკული ინტერესიც. 1899 წლის ოქტომბერში გრაცია შეხვდა პალმირო მადეზანის, ფინანსთა მინისტრს. მადეზანი და დელედა დაქორწინდნენ 1900 წელს და წყვილი საცხოვრებლად რომში გადავიდა, ზუსტად დელედას პუბლიკაციის Il vecchio della montagna („მთის მოხუცი შვილი“) გამოქვეყნების შემდეგ. მიუხედავად ორი ვაჟის, სარდუსი (1901წ) და ფრანჩესკოს (1904წ), გაჩენისა დელედამ გადაწყვიტა აქტიურად განეგრძო წერა და გამოქვეყნება, დაახლოებით ყოველწლიურად ერთი ნოველა მაინც.

1903 წელს მან დაბეჭდა Elias Portolu („ელიას პორტულო“), რომელსაც კომერციული და კრიტიკული წარმატება ხვდა წილად და მისი, როგორც მწერლის რეპუტაცია განსაკუთრებით გაიზარდა. ამის შემდეგ იგი უკვე იწყებს ნოველებისა და სასცენო ნაწარმოებების გამოქვეყნებას: Cenere („ნაცარი“ — 1904), L'edera („სურო“ — 1908), Sino al confine („საზღვარზე“ — 1911), Colombo e sparvieri („მტრედი და არწივი“ — 1912), Canne al vento („ლერწამი ქარში“ — 1913), L'incendio nell'oliveto („ცეცხლი ზეითუნის კორომებში“ — 1918), Il Dio dei venti (1922). Cenere გახდა მუნჯი ფილმის შთაგონება, რომელშიც ცნობილი იტალიელი მსახიობი ელეონორა დუზის მონაწილეობდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს თეატრის მსახიობი ფილმში მონაწილეობას დასთანხმდა.

1926 წელს, ჰენრიკ შუკმა, შვედეთის აკადემიის წევრმა, დელედას ნომინაცია წარადგინა ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში. დაჯილდოება გაიმართა სტოკჰოლმში 1926 წელს. მისი თავდაპირველი რეაქცია ახალ ამბებთან იყო  "Già?" (უკვე?). დელედას გამარჯვებამ გაზარდა მისი პოპულარობა. ბენიტო მუსოლინიმ დელედას პატივისცემის დასადასტურებლად თავისი ხელმოწერილი პორტრეტი გაუგზავნა. ჟურნალისტების და ფოტოგრაფების დიდმა ჯგუფებმა დაიწყეს სტუმრობა მის სახლში, რომში. დელედა პატივისცემით იღებდა მათ, თუმცა, ამავდროულად დაიღალა ასეთი ყურადღებით.

გრაცია დელედა გარდაიცვალა რომში 64 წლის ასაკში, მკერდის კიბოს დიაგნოზით. La chiesa della solitudine (მარტოობის ტაძარი, 1936) დელედას უკანასკნელი ნოველა ნახევრად ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს, მოგვითხრობს ახალგაზრდა იტალიელ ქალზე, რომელიც ფატალური დაავადებით იტანჯება. Cosima-ს დასრულებული ხელნაწერი აღმოაჩინეს დელედას სიკვდილის შემდეგ და დაიბეჭდა 1937 წელს.

შემოქმედება

რედაქტირება

დელედას შემოქმედება სათანადოდ დაფასდა იტალიური ლიტერატურის წარმომადგენლების მიერ, მათ შორის ლუიჯი კაპუანა, ჯოვანი ვერგა, რენატო სერა. 1947 წელს ხელოვანმა ამელია კამბონიმ მიუძღვნა დელედას ბიუსტი, რომელიც ახლაც დგას მის სახლთან ახლოს რომში.

დელედას დაბადების ადგილას მისი ბავშვობის სახლი, ნუოროში, 1979 წელს მუნიციპალიტეტმა რეგიონულ ეთნოგრაფიულ ინსტიტუტს მიყიდა სიმბოლურ ფასად 1000 იტალიურ ლირად. ინსტიტუტმა სახლი მწერლის მემორიალურ  მუზეუმად გადააკეთა, რომელსაც ეწოდება Museo Deleddiano. მუზეუმი შედგება 10 ოთახისგან და მწერლის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს წარმოგვიდგენს.

დელედას მთელი შემოქმედება დაფუძნებულია სიყვარულზე, ტკივილსა და სიკვდილზე. მის ნაშრომებში შეიძლება ამოვიცნოთ ჯოვანი ვერგას ვერიზმის გავლენა და გაბრიელ დ'ანუზიოს დეკადენტიზმი.

დელედას ნოველებში ასახულია ხალხის სოციალური მდგომარეობა და მათი გრძნობები. სარდინიელი ხალხის ცხოვრება, ჩვეულებები და ტრადიციები დელედას შემოქმედების წარმმართველია.  მას ახასიათებს გეოგრაფიული აღწერის დეტალიზება და მის პერსონაჟებს წარმოშობის ადგილთან ძლიერი კავშირი ახასიათებთ. მისი ბევრი პერსონაჟი საზოგადოებისგან უარყოფილია და ჩუმად იტანჯება მარტოობით. მის ნოველებისთვის დამახასიათებელია კრიტიკული სოციალური ღირებულებები და მორალური ნორმები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. SNAC — 2010.
  2. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. FemBio database
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  6. 6.0 6.1 6.2 BeWeB
  7. Munzinger Personen
  8. 8.0 8.1 8.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. 9.0 9.1 9.2 Pellegrino A. Dizionario Biografico degli Italiani — 1988. — Vol. 36.
  10. 10.0 10.1 10.2 Деледда Грация / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1926/deledda-bio.html
  12. Czech National Authority Database
  13. http://id.sbn.it/bid/CAG0034544
  14. 14.0 14.1 Frattarolo R. Dizionario degli scrittori italiani contemporanei pseudonimi: 1900-1975: con un repertorio delle bibliografie nazionali di opere anonime e pseudonimeRavenna: Angelo Longo Editore, 1975. — P. 159.
  15. Biblioteca Virtual Miguel de Cervantes — 1999.
  16. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1926/deledda-facts.html
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. Grazia Deledda (Italian author). britannica.com
  19. Hallengren, Anders. Grazia Deledda: Voice of Sardinia. Nobel Media. ციტირების თარიღი: 16 April 2014.