გოჭოურის ბრძოლა — ბრძოლა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანსა და იმერეთის მეფე გიორგი III-ს შორის 1623 წელს.

ლევან II დადიანის გაძლიერებით უკმაყოფილო იმერეთის მეფე გიორგი III 1623 წელს ოდიშზე სალაშქროდ გაემზადა. ლევან II დადიანმა, რომელსაც აფხაზთა და ჯიქთა ლაშქარიც ახლდა, გიორგი III-ს დაასწრო, იმერეთში შეიჭრა და იმავე წლის დეკემბერში გოჭოურასთან (ქუთაისის მახლობლად) სასტიკად დაამარცხა მეფე. გოჭოურის ბრძოლის შემდეგ აშკარა გახდა ლევან II დადიანის პოლიტიკური უპირატესობა დასავლეთ საქართველოში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება