გოსტან ზარიანი
გოსტან ზარიანი (სომხ. Կոստան Զարեան, დ. 2 თებერვალი, 1885 — გ. 11 დეკემბერი, 1969) — სომეხი მწერალი, რომელმაც შექმნა: მოკლე ლირიკული ლექსები, ესეები, კრიტიკული ნამუშევრები და მხატვრული ლიტერატურა.
გოსტან ზარიანი | |
---|---|
დაიბადა | 2 თებერვალი, 1885 შემახა |
გარდაიცვალა | 11 დეკემბერი, 1969 (84 წლის) ერევანი, სომხეთი |
ეროვნება | სომეხი |
საქმიანობა | მწერალი |
ადრეული წლები
რედაქტირებაგამოჩენილი სომეხი მწერალი, გოსტან ზარიანი დაიბადა 1885 წლის 2 თებერვალს, შემახაში. მისი მამა, კრისტოფერ ეგიაზაროვი, იყო რუსეთის არმიის წარმატებული გენერალი, „ძლიერი კაცი, ღრმად ქრისტიანი და სომეხი“, რომელმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა კავკასიონის მთებში, ბრძოლაში. ის გარდაიცვალა, როდესაც ზარიანი ოთხი წლის იყო, რამაც ზარიანის ოჯახი იძულებული გახადა, რომ ბაქოში გადასულიყვნენ. შემდეგ იგი დედას დააშორეს. ზარიანი რუსების ოჯახში გადაიყვანეს, რომლებმაც იგი რუსულ გიმნაზიაში შეიყვანეს, განათლების მისაღებად.
ბაქოს რუსულ გიმნაზიაში სწავლის შემდეგ, 1895 წელს, როდესაც ზაქარიანი 10 წლის იყო, იგი გაგზავნეს სენ ჟერმენის კოლეჯში ასნიერში, პარიზის მახლობლად. მან განაგრძო სწავლა ბელგიაში. ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (Universite Livre) ლიტერატურისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, იგი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა ლექსებს ფრანგულ და რუსულ ენებზე, კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურასა და დრამატურგიაზე. შემდეგ ზარიანი გაწევრიანდა რუსეთის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიაში, სადაც ის პირადად გაეცნო პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას, ვლადიმერ ლენინს. რევოლუციური საქმიანობის გამო, ზაქარიანი წელიწადნახევარი, 1907 და 1908 წლებში იჯდა გერმანიის ციხეში, 1909 წელს მას პოლიტიკური დევნის გამო, ევროპაში გადასახლება მოუხდა. მან გამოაქვეყნა რამდენიმე ლექსი რუსულ ენაზე რევოლუციურ ჟურნალში „რადუგა“ და ბელგიურ გამოცემებში ფრანგულ ენაზე წერდა პროზას, ლექსებს და კრიტიკულ ესეებს. მისი ცხოვრების ამ პერიოდზე საუბრისას, ზარიანმა დაწერა: „ჩვენ ლენინთან ერთად იაფფასიან საჭმელს ვჭამდით ჟენევის პატარა რესტორანში, დღეს კი მეუბნება: რევოლუციური ფანატიკოსი ნაციონალისტი სომეხი ინტელექტუალები ვერ ახერხებენ ლენინის გაგებას.“ ლენინის გარდა, ზარიანი შეხვდა და დაუმეგობრდა ისეთ პოეტებს, მხატვრებსა და პოლიტიკურ მოაზროვნეებს, როგორებიცაა გიომ აპოლინერი, პაბლო პიკასო, გიორგი პლეხანოვი, ჯუზეპე უნგარეტი, ლუი-ფერდინანდ სელინი, პოლ ელუარი, ფერნან ლეგერი და ცნობილი ბელგიელი პოეტი და ლიტერატურული კრიტიკოსი. ემილ ვერჰარნი. სწორედ ვერჰარნმა ურჩია მას შეესწავლა მშობლიური ენა და დაეწერა წინაპრების ენაზე, თუ კი მას მისი ჭეშმარიტი მე-ს გამჟღავნება სურდა. ზაქარიანმა გაითვალისწინა მისი რჩევა და შეისწავლა ძველი სომხური ენა, ვენეციაში ყოფნის დროს, 1910-1912 წლებში. მან ამ პერიოდში გამოაქვეყნა: სამი სიმღერები (1915), ლექსების იტალიური კრებული (თავდაპირველად დაწერილი სომხურ ენაზე ), რომელთაგან ერთი, სახელწოდებით La Primavera (გაზაფხული), მუსიკალურად შემუშავდა ოსტორინო რესპიგის მიერ და პირველად შესრულდა 1923 წელს.
შემდეგ ზარიანი გადავიდა სტამბოლში , რომელიც მაშინ სომხური დიასპორის უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი იყო, თუმცა ხშირად მოგზაურობდა ვენეციასა და სტამბოლს შორის ; და ასეთი მოგზაურობის დროს, 1912 წელს გემზე, SS Montenegro-ზე იგი შეხვდა თავის მომავალ ცოლს ტაკუჰი (რეიჩელ) შაჰნაზარიანს, მასზე 1912 წლის 4 დეკემბერს ვენეციაში დაქორწინდა, შემდეგ ორ თვეში მასთან ერთად სტამბოლში დაბრუნდა. [1]
ერთი წლის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა რომ გაენადგურებინა თურქეთის სომხური მოსახლეობა. გენოციდს მოჰყვა 1.5 მილიონი მსხვერპლი, მათ შორის იყვნენ 200 ყველაზე ძლიერი სომეხი პოეტი და ავტორი. ზარიანმა შეძლო, რომ ბულგარეთში გაქცეულიყო, სანამ საზღვრები დაიხურებოდა. შემდეგ იტალიაში, რომში დამკვიდრდა, ხოლო მოგვიანებით ფლორენციაში ცხოვრობდა.
1919 წელს, როგორც იტალიური გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი, იგი გაგზავნეს ახლო აღმოსავლეთში და სომხეთში. ის დაბრუნდა სტამბულში 1921 წლის ბოლოს და იქ, ვაჰან თეკეიანთან, იაგოპ ოშაგანთან, შაჰან ბერბერიანთან და კეგამ კავაფიანთან ერთად, დააარსა კიდევ ერთი ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, Partsravank (მონასტერი ბორცვზე). მან ასევე გამოაქვეყნა ლექსების მეორე წიგნი, დღეების გვირგვინი (სტამბოლი, 1922).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Spania by Costan Zarian დაარქივებული 2021-10-18 საიტზე Wayback Machine.
- Excerpts from "The Ship on the Mountain" [1]
- პოემა "Paris" [2]
- პოემა "The Guest" [3]
- პოემა "My Song" [4]
- მოკლე ისტორია "The Pig" [5]
- ესე "Armenian Architecture" [6]
- Excerpts from "Countries and Gods" [7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hovannisian, Richard G. (2010) Armenian Constantinople. Costa Mesa, CA: Mazda Publishers. ISBN 978-1-56859-156-8.