ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვაჰან ტეკეიანი (სომხურად: Վահան Թէքէեան, 21 იანვარი, 1878, კონსტანტინოპოლი — 4 აპრილი, 1945, კაირო) — სომეხი პოეტი და საკარო აქტივისტი. მის სიცოცხლეში ის იყო სომხური დიასპორის ყველაზე ცნობილი პოეტი და ის კვლავ რჩება სომხური იდენტურობის და კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოდ.

ვაჰან ტეკეიანი
დას. სომხ. Վահան Թէքէեան
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1878(1878-01-21)[1] [2]
დაბადების ადგილი Ortaköy, კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 აპრილი, 1945(1945-04-04)[1] [2] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი კაირო[1] [2]
დასაფლავებულია კაირო
საქმიანობა პოეტი[1] [2] , პუბლიცისტი[1] [2] , საზოგადო მოღვაწე[1] [2] და მწერალი
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები[3] [1]
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
Kingdom of Egypt
ალმა-მატერი Berberian School[1] და გეტრონაგანის სომხური უმაღლესი სკოლა[1]

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

კონსტანტინოპოლის ორთაკოის რაიონში დაბადებული ტეკეიანმა დაწყებითი განათლება სწორედ აქ მიიღო. ის დადიოდა ნერსისიანის სკოლაში, ბერბერულ სკოლაში და გეტრონაგანის სომხურ საშუალო სკოლაში.

1896 წლიდან იგი მუშაობდა ვაჭრად, რაც ითვალისწინებდა ბევრ მოგზაურობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. იგი ერთ ხანს მუშაობდა გაზეთების რედაქტორად ბეირუთში, მოგვიანებით კი კაიროში. იგი ასევე მუშაობდა მასწავლებლად , რა პერიოდშიც ჩაერთო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში.

გარდა ამისა, მან დაიწყო ლექსების წერა და მათი გამოცემა. ლექსების პირველი კრებული ,,საოცრებები" გამოიცა პარიზში 1901 წელს. ის კაიროში დაბინავდა, სადაც ხშირად წერდა პერიოდულ გამოცემებს სომხურად. ხოლო 1905 წელს დააარსა პერიოდული შირაკი, სადაც სომხური დიასპორის წარმომადგენელი ადამიანების ნამუშევრებს აქვეყნებდა.

1909 წელს ოსმალეთის იმპერიის სულთან აბდულ ჰამიდ II- ის დიქტატორული რეჟიმის დაშლის შემდეგ, ტეკეიანი კაიროდან კონსტანტინოპოლში გადავიდა, სადაც მან განაგრძო „შირაკის“ გამოცემა და გახდა კონსტანტინოპოლში დამკვიდრებული საზოგადო მოღვაწე. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წელს, ტეკეიანი კვლავ დაბრუნდა ეგვიპტეში, რადგან თავი აერიდებინა სისხლისღვრისგან. საბოლოოდ, ის კვლავ დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, სადაც რედაქტორობდა გაზეთს „ხალხის ხმა“, შემდეგ მუშაობდა ცენტრალური სკოლის დირექტორად. საბოლოოდ კონსტანტინოპოლში პოლიტიკურმა არეულობამ იგი კიდევ ერთხელ დააბრუნა ეგვიპტეში სადაც ცხოვრების ბოლომდე რედაქტორობდა ყოველდღიურ გაზეთ „არევს“.

ტეკეიანის ლექსებში შედის: სომხური ეკლესია, ლოცვა ხვალის წინა დღეს, შენი მეხსიერება დღეს, როდესაც საბოლოო დღე დადგება და შენი სახელი.

მის შემდეგ პოეტურ კრებულებში შედის: მშვენიერი რენესანსი (1914), შუაღამე გათენებამდე (1919), სიყვარული (1933), ჰაიერღუთიუნი (1943) და თაღარანი (1944). მან ასევე თარგმნა შექსპირის, ვიქტორ ჰიუგოს და ოსკარ უაილდის ნაწარმოებები სომხურად.

იგი გარდაიცვალა 1945 წელს კაიროში, სადაც დაკრძალულია სომხეთის სასაფლაოზე.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

მას სომხეთის სალიტერატურო წრეებში განიხილავენ, როგორც ,,სომხური პოეზიის მთავარს", რადგან მისი პოეზია, განსაკუთრებით მისი სონეტები, სომხური ლიტერატურის შედევრებია.[4] ტეკეიანის შემოქმედება ძირითადად სიყვარულის თემას ეხება, მაგალითად როგორიცაა, თანაგრძნობის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული ან კაცობრიობის სიყვარული.

კიდევ ერთი სომეხი ინტელიგენტი და პოეტი, ვაჰე ვაჰიანი, დიდ გავლენას ახდენს ვაჰან ტეკეიანის შემოქმედებით, საიდანაც მისი სახელი წარმოიშვა.

მისი სრული ნაშრომები, ცხრა ტომად, გამოიცა კაიროში 1949-50 წლებში.შერეული ნაშრომების ტომები გამოიცა ბეირუთში 1954 წელს და ერევანში 1970 წელს. მისი წერილების კრებული გამოიცა ლოს-ანჯელესში 1983 წელს.

ტეკეიანის კულტურული ასოციაცია, სომხური დიასპორის ტიპის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი დაარსდა 1947 წელს ბეირუთში და დღესდღეობით ფილიალები აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[5][6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Հայկական համառոտ հանրագիտարանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 3.
  3. Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'huiMaisons-Alfort: 2021. — P. 556. — ISBN 978-2-905686-93-0
  4. Biography (in Armenian)
  5. Vahan Tekeyan (1878-1945); BnF;
  6. Who Is Who?; Armenian Biographical Encyclopedia, Vol. 1; Yerevan, 2005
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჰან_ტეკეიანი“-დან