გორის მიწერილი სანადირო მეურნეობა
გორის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ გორის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 200 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. ეს ფართობი რაიონის სხვადასხვა ადგილზე იყო განლაგებული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — კასპისა და ლენინგორის რაიონები, დასავლეთით — ქარელის რაიონი, ჩრდილოეთით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და სამხრეთით — წალკის რაიონი, გორის რაიონის ტერიტორია დაკავებული აქვს მდინარეების მტკვრისა და ლიახვის ხეობებს და აქ მდებარე დაბლობები მთლიანად გამოყენებული იყო სასოფლო-სამეუონეო კულტურებისათვის.
გორის მიწერილი სანადირო მეურნეობა | |
---|---|
მდებარეობა | გორის რაიონი, საქართველოს სსრ |
ფართობი | 200 000 ჰექტარი |
სხვა მეურნეობები აღნიშნული მეურნეობის შემადგენლობაში |
ატენის |
მონადირის სახლი | აშენებული იყო მონადირის სახლი |
საზღვრები | |
↑ | |
ქარელის რნ. ← გორის მიწ. სან. მეურნ. → კასპის რნ. ლენინგორის რნ. | |
წალკის რაიონი |
ტყის ცხოველებიდან აღსანიშნავი იყო: შველი, კვერნა, ციყვი; გავრცელებული იყო აგრეთვე მაჩვი; გვხვდებოდა კურდღელი; მტაცებლებიდან იშვიათი იყო, ტურა, მელა, გარეული კატა და სხვ.
ხეობების მთაგორიან ადგილებში გავრცელებული იყო კაკაბი; მოიპოვებოდა გნოლი, ქედანი, მტრედი. ტყის ქათამი, მწყერი და სხვ.
გორის რაიონის მონადირეები უმთავრესად გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდნენ, ყველაზე მეტად მწყერზე. ეს იმით აიხსნება, რომ რაიონის სახნავ-სათეს ფართობებზე ბუდობდა მწყერი, ტყეებში და ზოგ ჭაობებში კი გადაფრენის დროს მოფრინდებოდა ტყის ქათამი და ჭოვილო.
რაიონის მონადირეთა საზოგადოებამ ცალკე მურნეობად გამოჰყო ატენის ხეობა, სადაც გაძლიერებული იყო დაცვა, იყო მეურნეობის აღმნიშვნელი წარწერები, აგებული იყო ორსართულიანი მონადირის სახლი. სისტემატურად ტარდებოდა საკვების ხელოვნურად დამატება და სხვა ბიოტექნიკური ღონისძიებანი, რაც საფუძველს იძლეოდა, რომ ეფიქრათ, რომ აღნიშნულ რაიონს შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა სანადირო მეურნეობის კარგაფ დაყენებისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 184–185, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.